LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინი ბადურაშვილი: „დიდი ხანია ვმეგობრობთ, კარგად გვესმის ერთმანეთის“

6

გადაცემის ლაივი LIVE

1 მაისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ მომღერალი ნინი ბადურაშვილი სტუმრობდა ახალი სიმღერის გულს“ პრემიერით.

– ნინი, როგორ შეიქმნა სიმღერა და რამდენად რთული იყო კლიპის გადაღება?

– სიმღერა საავტოროა. ეს უკვე მეორე კომპოზიციაა, რომელიც თვითონ დავწერე, პირველი კი, „მხოლოდ შენთვის“ იყო, რომელიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ახალი სიმღერის ტექსტი თემო საჯაიას ეკუთვნის, პირველად შედგა ჩვენი თანამშრომლობა და იმედი მაქვს მომავალშიც გაგრძელდება. მართალია, ძალიან მომეწონა მისი ნამუშევარი, მაგრამ ვაღიარებ, მაინც ძალიან ბევრი ვაწვალე, რადგან ყველაფერში მაქსიმალისტი ვარ და რამე თუ არ მომწონს, არც მრავალჯერ გადაკეთებას ვერიდები. სხვადასხვა ტონალობაში სიმღერა სამჯერ ჩავწერე და საბოლოოდ მაინც მივაღწიე სასურველ შედეგს, არანჟირებაზე კი, უკვე ბორიკო შხიანმა იმუშავა. კლიპის რეჟისორზე დიდხანს ვფიქრობდი, თუმცა საბოლოო არჩევანი მაინც ლაშა ცერიაშვილზე გავაკეთე, რადგან დიდი ხანია ვმეგობრობთ, კარგად გვესმის ერთმანეთის და ყოველთვის სწრაფად ვპოულობთ საერთო ენას.

– ვის მიუძღვანით ახალი ნამუშევარი?

– კონკრეტული ადრესატი არ ჰყავს, რადგან უფრო დამშვიდობებაა ძველ გრძნობებთან. ასაკის მატებასთან ერთად, გარკვეული ტრანსფორმაცია განვიცადე, ბევრი რამ ახლებურად შევაფასე და შესაბამისი დასკვნებიც გავაკეთე.

– ვის აზრს ითვალისწინებთ და ვის რჩევას ენდობით ყველაზე მეტად?

– რა თქმა უნდა, ჩემთვის დედის რჩევა ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ყოველთვის ძალიან მაინტერესებს მისი აზრი.

– რამდენად მოსწონხართ ტელეწამყვანის ამპლუაში და აქვს თუ არა შენიშვნები?

– რამდენიმე შენიშვნა მივიღე, თუმცა საერთო ჯამში მაინც კმაყოფილია, რადგან არავის, მათ შორის, არც დედას ეგონა, რომ ტელევიზიას მოვერგებოდი. ძალიან საჭირო რჩევები მომცა, რომელთაც ყოველთვის ვითვალისწინებ, თუმცა, მუსიკა უფრო აინტერესებს, ამიტომ მაქსიმალური ყურადღებით ადევნებს თვალს ჩემს შემოქმედებას.

– თქვენი მამა – ერეკლე ბადურაშვილი ახალ ფილმს იღებს, რომელშიც თქვენც მიიღებთ მონაწილეობას,

– რამდენიმე ეპიზოდი უკვე გადაღებულია, თუმცა მე ჯერ არ დამიწყია მუშაობა. სიუჟეტი ორ ნაწილადაა გაყოფილი და ორ ეპოქას მოიცავს, გადაღებები თბილისსა და სტამბოლშია დაგეგმილი, ერთ-ერთ მთავარ როლს კი, სავარაუდოდ ცნობილი თურქი მსახიობი  მურატ ილდირიმი შეასრულებს.

– რამდენად ახლოსაა როლი თქვენს ხასიათთან?

– პერსონაჟი ძალიან მგავს, თუმცა ჩემთან შედარებით, ის ბევრად მხიარული, გახსნილი და კომუნიკაბელურია.

– მართალია, ბავშვობიდან მღერით, მაგრამ პროფესიით მსახიობი ხართ. რომელ სფეროში უფრო კომფორტულად გრძნობთ თავს?

– ყოველთვის მაინტერესებდა წამყვანის პროფესია. მართალია, ძალიან თვითკრიტიკული ვარ და ყოველთვის მაქვს შენიშვნები საკუთარ თავთან, მაგრამ ვფიქრობ, საერთო ჯამში მაინც გავამართლე და კომპლიმენტებსაც მრავლად ვღებულობ, თუმცა ჩემთვის სიმღერა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები