ნინი წიკლაური: „ქართული მუსიკა ამერიკაში ზურა დოიჯაშვილისთვის“

ნინი წიკლაური: „ქართული მუსიკა ამერიკაში ზურა დოიჯაშვილისთვის“

„დროებით მიწევს ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრება. რაც დავტოვე ჩემი ქვეყანა, თითქოს ათასმაგად გამიმძაფრდა ჩემი ქვეყნისა და ქართველებისადმი სიყვარული. გულთან უფრო ახლოს მიმაქვს ყველა გაჭირვება და ტკივილი, რაც ჩემ ქვეყანას და ხალხს აქვს. არ მაქვს ის ფუფუნება, რომ ქველმოქმედებაში აქტიურად ჩავერთო, მაგრამ მივხვდი, ყველაზე მეტად მსიამოვნებს როცა ვეხმარები ადამიანს, რომელსაც ჩემი მხარდაჭერა სჭირდება.

პირველად ჯაბა ბოჯგუას დავეხმარე. შევძელით და აქ მყოფი ემიგრანტები, მცირედით, ჯაბას ოჯახს დავეხმარეთ. მეორე შემთხვევაა ზურა და მე არ მეგულება ადამიანი, რომელმაც არ იცის „მელიქიშვილის გამზირი“. ზურა დოიჯაშვილი ჩემთვის ასოცირდება ისტორიასთან, თბილისთან. როდესაც ზურას პრობლემაზე ჩემი მეგობრის, ზურა ხაჩიძისგან სოციალური ქსელის მეშვეობით გავიგე, უმალ მივწერე, რომ რაღაცას მოვიფიქრებდი. მიზნად დავისახე, რომ ზურას უნდა დავხმარებოდი. ჩავრთე ამ საქმეში ემიგრაცია. დავუკავშირდი ყველას და დავგეგმე კონცერტი.

სამშაბათს, ათ ივლისს, რესტორანში „გესთ ჰაუს“, ვატარებ საქველმოქმედო კონცერტს კონკრეტულად ზურა დოიჯაშვილისთვის. ვინაიდან დღეს ქართული სიმღერის დიდი პროპაგანდაა და ამერიკაში ჩამოსვლის დღიდან მეც მხოლოდ ქართულად ვმღერი, საღამო შემდეგი სლოგანით ჩატარდება – „ქართული მუსიკა ამერიკაში ზურა დოიჯაშვილისთვის“. მსმენელს შევთავაზებთ მხოლოდ ქართულ სიმღერას. შემოვიერთე საქართველოდან წამოსული ხელოვანი ადამიანები. დიდი მადლობა – ვლად არამოვს, რომელიც მოსიარულე ქველმოქმედია. ასევე, სოსო თოლორაიას, რომელიც მოსიარულე ქველმოქმედია, რომელიც საღამოს წაიყვანს და შეასრულებს ზურა დოიჯაშვილის სიმღერას „მელიქიშვილის გამზირი“. შესრულდება ასევე ჰიტი „ვერ აგისრულე რასაც დაგპირდი“, რომელსაც მე და ვლადი შევასრულებთ. კონცერტში ჩაერთო პიანისტი ირაკლი შარაძე, ბენდთან ერთად. დარამერი ნოდო სინაურიძე. მონაწილეობენ აქ მოღვაწე მომღერლებიც – ქალბატონი თამარი ხმალაძე, ბატონი გოგიტა გოგიძე. არის კიდევ გიორგი ნიკოლაიშვილი, რომელიც პროდიუსინგს უწევს საღამოს. დიდი მადლობა გოგა გოგილაშვილს, ასპროცენტიანი საინფორმაციო მხარდაჭერისთვის. კონცერტში ჩართულია ვანო გოდერძიშვილი, ამერიკაში, ქართული კულტურის ცენტრის „ფესვები“ ხელმძღვანელი“ – ნინი წიკლაურმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი საქველმოქმედო საღამოს შესახებ ისაუბრა. ქართველმა მომღერალმა აღნიშნა, რომ კონცერტი კონკრეტულად ზურა დოიჯაშვილისთვის ტარდება.

6 ივლისი, 2018

სხვა ჩანაწერები