LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინი წიკლაური: „რაც ორსულობის შესახებ გავიგე, ყოველდღე ახალი წელი მაქვს”

“პირდაპირ კონცერტიდან გეხმიანებით; დავიწყებ იმით, რომ ჭორი არ არის. ნამდვილი ამბავია და კარგი ამბავია; ველოდები ბაიას, ბიჭს. აპრილის თვეში მექნება წოდება და მივხვდი, რომ ეს ყველაზე დიდი წოდებაა, რაც ადამიანს შეიძლება ჰქონდეს; გარშემო ბევრ ადამიანს ჰყავს შვილი და დედობა გამოცდილი აქვს; რომ მეუბნებოდნენ, დედობა ასეთია, ისეთია, ვიზიარებდი იმ ემოციას, მაგრამ ვიდრე თავად არ შევეჩეხე ამ სიხარულს, ვერ მივხვდი რაზე იყო საუბარი; ცვლილებები არის, რომელსაც შეიძლება დიდად ვერ ვამჩნევ, მაგრამ ერთი ის არის, რომ ემოციურობას კიდევ დაემატა ემოციურობა; ბავშვის სურათის დანახვაზე ღვართქაფით მომდის სიხარულის ცრემლები; ჯერ არაფერი მიყიდია. რამდენიმე მაღაზიამ მაჩუქა აქსესუარები; რატომღაც მგონია, რომ გაჩნდება, მერე ვიყიდი ყველაფერს; ახლა ის პერიოდია, როცა ბევრს ვკითხულობ – გამოცდილება არ მაქვს და არ ვიცი როგორ იზრდება პატარა ბავში; სახელთან დაკავშორებით რამდენიმე ვერსია გვაქვს და როცა დავინახავთ ბავშვს, მერე გადაწყდება სახელიც; ფეხმძიმობა არ არის ავადმყოფობა და ზუსტად ამ აზრს ვეთანხმები; უფრო მეტ კონცერტზე ვმღერი, მეტად მოტივირებული ვარ; რაც ორსულობის შესახებ გავიგე, ყოველდღე ახალი წელი მაქვს, ისეთი ბედნიერი ვარ ” – ქართველი მომღერალი ნინი წიკლაური 2017 წელს დედა გახდება. ქართველმა მომღერალმა “ფორტუნას” ეთერში ისაუბრა, თუ როგორ ემზადება ის ყველაზე დიდი წოდებისთვის და აღნიშნა, რომ  სიმღერა, მისთვის, ასეთი სასიამოვნო ჯერ არ ყოფილა.

გადაცემის ჩანაწერი