LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინი წიკლაურმა ნიუ იორკის მოდის კვირეული სიმღერით გახსნა

აშშ-ში მცხოვრები ქართველი შემსრულებელი ნინი წიკლაური ნიუ იორკის მოდის კვირეულზე გამოვიდა. ამ გამოსვლის შესახებ პირველად რადიო „ფორტუნას“ გადაცემა „ლიმონის“ მსმენელებმა შეიტყვეს, სწორედ ნიკა კაციას ეთერში ისაუბრა ნინიმ ამ  და სხვა სიახლეების შესახებ საკუთარ პროფესიაში.

 ნინი წიკლაური:

ყველაზე ნაკლებად მხიბლავს ჩემს კარიერულ წარმატებებზე საუბარი, მაგრამ ეს იმდენად დიდი კარიერული ნაბიჯია, რომ თქვენთვის გამხელა გადავწყვიტე. ნიუ იორკში მოდის კვირეული ცენტრალური მოვლენაა, მისთვის დიზაინერები მთელი წელი ემზადებიან , რომ თქვან: „Hello, Fashion TV“, რაც მე უკვე ვთქვი (იცინის). ღვთის წყალობით, სიმღერით გავხსენი არაჩვეულებრივი მოდის კვირეული. თუკი რაიმე მედიასაშუალება არსებობს, გახსნას ყველა ესწრებოდა. დიდი განაცხადი იყო, რომ ის ქართველმა მომღერალმა, ნინი წიკლაურმა გახსნა. ყველა იღწვის იმისკენ, რომ ამ მოდის კვირეულზე მოხვდეს, ამიტომაც ვინც კი ცნობილი ადამიანი გვინახავს, ყველა პირველ რიგებში იჯდა. იყვნენ ტელეწამყვანები, პროდიუსერები, მოდასთან დაკავშირებული ადამიანები.

ისტორიას რომ გადავხედე, ეს შოუ ბევრ ცნობილ მომღერალს აქვს გახსნილი პერფორმანსით. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მოდის კვირეულის არტ-დირექტორს, რომელიც არის ქართველი, დიმიტრი ჩხეიძე, ის თავდაყირა დგას, რომ ნიუ იორკის მოდის კვირეული იყოს ძალიან მაგარი. მისი წყალობით მოვხვდი ამ შოუში. მან მომისმინა ნიუ იორკში. საავტორო სიმღერებს ვწერ, რომელთაგან ერთ-ერთი მოისმინა და გამოთქვა ჩემი გაცნობის სურვილი. ჩემი ახალი სიმღერის დამსახურებით მოვხვდი მასთან. შოუ გავხსენი ჩემი მეგობრის, მარიამ ლიკლიკაძის სიმღერით, ხოლო დავხურავ ჩემი დაწერილი კომპოზიციით.

რაც შეეეხება ჩემს „ლუქს“, მაკიაჟსა და ვარცხნილობას – ის ეკუთვნოდა ბელგიელ დიზაინერს, ლიუსის.

ნინი, ამ წარმატებას რა შეიძლება მოჰყვეს?

იმხელა გამოხმაურება მოჰყვა ჩემს გამოსვლას – სცენიდან ჩამოსვლის შემდეგ, უამრავი ადამიანი მოვიდა, საკონტაქტო ნომრები დამიტოვეს, ფოტოები გადაიღეს, ინტერვიუ ჩამომართვეს. იქ მღერიან აშშ-ში წარმატებული მომღერლები, მე კი ახალი სახე ვიყავი და დაინტერესება მოჰყვა.

ვიცი, რომ „Fashion TV“-ზეც იტრიალებს შენი ინტერვიუ…

მთელი წლის განმავლობაში იტრიალებს ჩემი გამოსვლა და ინტერვიუ (იღიმის).

 

ნინი წიკლაური გარდა ამ თემისა, შეეხო საკუთარი საბავშვო სტუდიის გახსნის ამბავსაც, ასევე ისაუბრა ოჯახის შესახებაც…