LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ბასილია: ფილმის პრემიერა თბილისის კინოთეატრებში 5 იანვარს გაიმართება

2

27 დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM”-ს რეჟისორი ნინო ბასილია სტუმრობდა.

– ნონო, თქვენმა ფილმმა „ანას ცხოვრება“ მრავალი საერთაშოროსო კინოფესტივალი დაიპყრო. რომელი პრიზი იყო თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი?

– ალბათ, ბოლო – კინოკრიტიკოსთა პრიზი, რომელიც ქაიროში მივიღე. მსოფლიოში 12-მდე უმაღლესი კლასის ფესტივალია და ქაიროს კინოფესტივალიც სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება. ფესტივალს უამრავი პროფესიონალი კინოხელოვანი სტუმრობს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, როცა შენს ნამუშევარს კინოკრიტიკოსები აღნიშნავენ.

– როდის შედგება ფილმის საპრემიერო ჩვენება?

– პრემიერა 5 იანვარს გაიმართება და თბილისის რამდენიმე კინოთეატრში იქნება წარმოდგენილი.

– რას ფიქრობთ ქართველ მაყურებელზე?

– რატომღაც, ქართველებს ერთმანეთის წარმატება არასდროს უხარიათ. მსგავსი შემთხვევა მეც მქონდა, რამდენიმე არაკეთილმოსურნე უკვე გამომოჩნდა, რომელთაც არაფრად მიაჩნიათ ევროპაში მიღებული პრიზები და მაღალი შეფასება. რას ვიზამთ, ყველას საკუთარი აზრი აქვს. თუმცა, კინომოყვარულებმა ფილმი დადებითად შეაფასეს და ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია, რადგან მე სწორედ მათთვის ვმუშაობ.

– რამდენადაც ვიცი, პროფესიით ფილოლოგი ხართ, რამ გადაგაწყვეტინათ კინორეჟისორობა?

– ჟურნალ „იმიჯის“ რედაქტორობისას, მოთხრობების კრებული გამოვეცი, რომელიც ბატონმა ოთარ შამათავამ წაიკითხა და ტელესერიალისთვის სცენარის დაწერა შემომთავაზა. პირველს მეორე სცენარი მოჰყვა, მერე კი, რეჟისორის პროფესიის სერიოზულად შესწავლა გადავწყვიტე.

– რამდენადაც ვიცი, რამდენიმე საათში საზღვარგარეთ მიფრინავთ, ამჯერად სად მიემგზავრებით?

– ცოტა ხნით ინდოეთში მივდივარ დასასვენებლად, მერე კი, ირანში გავემგზავრები, სადაც ახალ ფილზე მუშაობა შემომთავაზეს. ჯერჯერობით სცენარს ვწერ, მალე კი, ვფიქრობ ერთობლივ ფილმსაც გავაკეთებთ.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები