LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო სურგულაძე: „სოფი ლორენი რუსთაველის გამზირზე გაისეირნებს“

5

10 მაისს რადიო ”ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას ”არტ-FM”-ს მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე სტუმრობდა.

15 ივნისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში საქველმოქმედო ფონდის ”ნატვრის ხე” კონცერტი გაიმართება, რომელსაც ცნობილი იტალიელი მსახიობი სოფი ლორენი დაესწრება.

– ნინო, რა ამპლუში ვიხილავთ სოფი ლორენს და როგორ შედგა მასთან მოლაპარაკება?

– ქალბატონი სოფი საპატიო სტუმრის სტატუსით ეწვევა ჩვენს ღონისძიებას. მანამდე კი, რუსთაველის გამზირზე გაისეირნებს, სადაც ქართულ საზოგადოებას მისი ნახვის და გასაუბრების საშუალება ექნება. ყველაფერი 2007 წელს დაიწყო, როცა ის ჩემს კონცერტს დაესწრო და სიტყვითაც გამოვიდა. მოგვიანებით, მითხრა, რომ საბჭოთა ქვეყნებიდან მხოლოდ რუსეთს იცნობდა, თუმცა ძალიან აიტერესებდა საქართველო და უნდოდა ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობა. ასე რომ, მალე ყველას სურვილი ასრულდება, ქალბატონი სოფი ჩვენს ღონისძიებას შემოუერთდება და ასე გამოხატავს ბავშვების თანადგომას. რა თქმა უნდა, 81 წლის ქალბატონის გაკვირვება ძალიან რთულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოების სიყვარულით და პატივისცემით ის აუცილებლად აღფრთოვანებული დარჩება.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები