ნოდარ ალთუნაშვილი: „ზუსტი დიაგნოზის დასადგენად მართლაც აუცილებელია გამართული ტექნიკური ლაბორატორიული აღჭურვილობა”

1

გადაცემის ლაივი LIVE

გადაცემას წარმოგიდგენთ კომპანია „ავერსი”

8 ივნისს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ შპს “სენტრო ლაბ”-ის დირექტორი ნოდარ ალთუნაშვილი სტუმრობდა, რომელმაც ლაბორატორიული დიაგნოსტიკის შესახებ ისაუბრა, რომლის გარეშე პრაქტიკულად წარმოუდგენელია თანამედროვე მედიცინის განვითარება.

– ბატონო ნოდარ, განსხვავებული სტანდარტების წყალობით, სამედიცინო დაწესებულებებში ხშირად პაციენტთა მონაცემები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთსგან, რაც დაბნეულობას და გაუგებრობას იწყევს. საინტერესოა, რამდენად მნიშვნელოვანია ზუსტი დიაგნოსტიკისთვის ტექნიკური აღჭურვილობა და მისი გამართული მუშაობა?  

– ზუსტი დიაგნოზის დასადგენად მართლაც აუცილებელია გამართული ტექნიკური აღჭურვილობა,  რადგან თუ ტექნიკა არაა დაკალიბრებული და სერთიფიცირებული, ვერ მივიღებთ სასურველ შედეგს. მაგალითად, თუ ბიოუსაფრთხოების კაბინეტს არ შევუმოწმეთ ჰაერის ნაკადის მოძრაობა და ფილტრების ვარგისიანობა, ვერ მივიღებთ ზუსტ მონაცემებს, რადგან არაა გამორიცხული დაბინძურდეს ნიმუში, რომელზეც ლაბორანტი მუშაობს ან თვითონ შეისუნთქოს საკვლევი მასალის ბაქტერეა და დაავადდეს.

– რა როლს ასრულებს თქვენი ლაბორატორია ბიოუსაფრთხოების კაბინეტის მოწყობაში?

– ბიოუსაფრთხოების კაბინეტების ტესტირებას და სერთიფიცირებას მხოლოდ ჩვენი ლაბორატორია ახორციელებს შესაბამისი ხელსაწყოებით, რომლებიც შეერთებული შტატების მთავრობისგან მივიღეთ. აღსანიშნავია, რომ საჭიროა ბიოუსაფრთხოების კაბინეტის წელიწადში ერთხელ შემოწმება, რათა მაქსიმალურად დავიცვათ სივრცე, სადაც ნიმუშების კვლევა ხორციელდება გარე მოვლენების მავნე ზეგავლენისგან.

– არსებობს მცდარი მოსაზრება, თითქოს ლაბორატორიული ტექნიკის გამართული მუშაობისთვის საკმარისია კარიბრაცია და არაა აუცილებელი სხვა სახის მომსახურება. საინტერესოა, თქვენ რა მომსახურებას უწევთ ლაბორატორიებს?

– პირველ რიგში საჭიროა სამედიცინო აპარატურის შესაბამოისობაში მოყვანა, პროფილაქტიკური მომსახურების გაწევა და მხოლოდ შემდეგ შეიძლება მისი დაკალიბრება და გამოცდა. სწორედ ამ სერვისს უზრუნველყოფს ჩვენი ლაბორატორია.

– რამდენად მოეთხოვებათ ლაბორატორიებს პრევენციული და მაკორიქტირებელი შემოწმების გავლა და რამდენადაა გარანტირებული ზუსტი მონაცემები?

– ამგვარი შემოწმების გავლა ნებაყოფლობითია და არ რეგულირდება კანონით. მცირე კომპანიებთან ერთად, ჩვენ საკმაოდ მსხვილ ორგანიზაციაებთან ვთანამშრომლობთ – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ცენტრის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიების ჩათვლით. რა თქმა უნდა, ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელებს კარგად ესმით პრევენციული და მაკორექტირებელი სერვისის აუცილებლობა, სისტემატურად გადიან შემოწმებას და აღჭურვილობაც ყოველთვის სრულ წესრიგში აქვთ.

– რა თქმა უნდა, ტექნიკური აღჭურვილობა აუცილებელია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ინტერელქტუიალური პოტენციალი. საინტერესოა, როგორც ამზადებთ პერსონალს, რომელიც ამ აპარატურასთან მუშაობს?

– ბრწყინვალე ინჟინრები გვაყს, რომელთა მომზადებაში ისევ შეერთებული შტატები დაგვეხმარა. გარდა ამისა, ჩვენი თანამშრომლები პერიოდულად გადიან გადამზადებას. მაგალითად, თებერვლის თვეში ბიოუსაფრთხოების სპეციალისტი გვსტუმრობდა, რომელმაც სპეციალური ტრენინგი ჩაგვიტარა. ვფიქრობ, მთავარია მუდმივად ვიყოთ ჩართული მუშაობაში, ვიკითხოთ შესაბამისი ლიტერატურა და გავეცნოთ სიახლეებს.

– რამდენად აკმაყოფილებს „სენტრო ლაბი“ ISO სტანდარტებს?

– შეერთებული შტატების მთავრობის წყალობით ჩვენ საგამოცდო, საკალიბრაციო ლაბორატორიები მოვაწყვეთ და ქართული სააკრედიტაციო ცენტრის აკრედიტაციასთან ერთად ISO სერტიფიკატიც მივიღეთ. ასე რომ, მზად ვართ სამედიცინო ლაბორატორიის  ნებისმიერ აპარატურას თუ ხელსაწყოს ჩავუტაროთ გამოცდა და კალიბრაცია.

– სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ჩინური ტექნიკა ჭარბობს, რაც კვლევის შედეგზეც უარყოფითად აისახება. საინტერესოა, რამდენად მაღალი ხარისხისაა თქვენი აპარატურა და  იძლევა თუ არა ის ზუსტი დასკვნის გაკეთების საშუალებას?

– ჩვენი აპარატურა ევროპული წარმოებისაა და ხარისხიც შესაბამისია. ასე რომ, ყოველთვის სრულ მზადყოფნაში ვართ, საჭირო მომსახურების გასაწევად.

– როგორ გაჩნდა „სენტრო ლაბის“ შექმნის იდეა?

– 2002 წელს მეგობრებთან ერთად საზოგადოება ჩამოვაყალიბეთ და კომერციული საქმიანობა მშვენებლობით დავიწყეთ, ოთხი წლის შემდეგ კი, შეერთებული შტატების ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამაში ჩავერთეთ და ჩვენს საქმიანობად ლაბორატორიების, აპარატურის ტექნიკური მომსახურება ვაქციეთ, შევიძინეთ საჭირო ცოდნა, გამოცდილება და კომპანიაც გავაფართოვეთ. სხვათაშორის, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის, მხოლოდ ჩვენ ვფლობთ საგამოცდო და საკალიბრაციო ლაბორატორიებს, რომლებიც მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებს ემსახურებიან.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– ჩვენ სისტემატიურად ვახორციელებთ სპეციალისტების გადამზადებას და ოქტომბრის თვეშიც მასშტაბურ ტრენინგს ვგეგმავთ, გარდა ამისა, ვგეგმავთ გაფართოვებას. მართალია, გვაქვს საქმიანობის გარკვეული სფეროები, მაგრამ გვინდა განვითარდეთ და უფრო მეტი სფერო მოვიცვათ.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები