LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდიკო ტატიშვილი ათენში 2 აპრილს, ნინი ბადურაშვილთან ერთად იმღერებს

“კონცერტების ტური მრავალფეროვანია. მოიცავს რამდენიმე ქვეყანას, თუმცა მოდი ჯერ ვთქვათ ის, სადაც უკვე დაგეგმილია – ეს არის ორი აპრილი, ჩემი და ნინი ბადურაშვილის კონცერტი ათენში, ქართველი ემიგრანტებისთვის; დიდ დარბაზში მე და ნინი ქართველებს ვუმღერებთ;

გერმანიაში ჩატარებული კონცერტი ძალიან კარგი და საინტერესო იყო იმ თვალსაზრისით, რომ დამსწრე საზოგადოებას წარმოადგენდა ქართველი ემიგრანტები და მე ყოველთვის განსაკუთრებით მიხარია მათთან შეხვედრა; გამოცდილებიდან გამომდინარე მივხვდი, რომ ყველა ემიგრანტი გაფაციცებით და ძალიან დიდი ინტერესით ადევნებს თვალ-ყურს ქართველ მომღერლებს; ყველაფერი ენატრებათ – ქართველი მომღერალიც, ქართული სიმღერაც, ყველაფერი ქართული; აბსოლუტურად ყველა სიმღერა იციან, ჩემი რეპერტუარიდან და ძველი სიმღერები, რაც შემისრულებია; ასეთი შეხვედრების დროს განსაკუთრებული ემოციაა კონცერტის დასაწყისშივე, მსვლელობისას და მისი დასრულების დროს – ესენი არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში, ხშირ შემთხვევაში არდადეგებზეც ვერ ახერხებენ ჩამოსვლას; ემოციურად გისმენენ, განიცდიან ნამღერს. ხანდახან ცრემლიც მომდგომია თვალზე. გეფერებიან, გეხუტებიან, არ არსებობს არანაირი კომპლექსი. მოდიან და აღარ იციან რა გააკეთონ შენთვის” – ნოდიკო ტატიშვილმა “ფორტუნას” ეთერში საბერძნეთში დაგეგმილი კონცერტისა და გერმანიაში, ქართველი ემიგრანტებისთვის გამართული საღამოს შესახებ ისაუბრა.