LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდიკო ტატიშვილი: “ბევრი სიურპრიზი იქნება, როგორც ბასილაიას ოჯახის წევრებისთვის, ასევე მაყურებლისთვისაც”

“კონცერტი სიმფონიური ორკეტრის თანხლებით და კიდევ დიდი ბენდის თანხლებით ჩატარდება; საღამო იქნება დასტური იმისა, რომ ალექსანდრე ბასილაიას შექმნილი მუსიკა ყველა თაობისთვის საყვარელია; ძალიან რთულია იყო ისეთი სახალხო კომპოზიტორი, როგორიც იყო ალექსანდრე ბასილაია; მე მის კვინტეტში ვმღეროდი. ძალიან ახლობელი ადამიანი იყო ჩემთვის. ძალიან მიყვარს და მასაც ძალიან ვუყვარდი. არასდროს დამავიწყდება, როგორ ზრუნავდა ჩვენზე და დიდი ამაგი აქვს. მის რეპერტუარს ჩვენი უფროსი თაობის მომღერლები მღეროდნენ და კიდევ იმღერებენ, მაგრამ მე მინდოდა, რომ მაყურებელს მოესმინა როგორი დიდი სიამოვნებით მღერის ბასილაიას სიმღერებს ახალი თაობა; გვერდს დამიმშვენებენ საოცარი მომღერლები, ჩემი კოლეგები – მარიამ როინიშვილი, მაკა ზამბახიძე, ნეკა სებისკვერაძე, სოფო ხალვაში, სოფო გელოვანი, სალომე ბაკურაძე, თიკა მახალდიანი; იქნება სიურპრიზები, რომლებზეც წინასწარ არაფერს ვიტყვი; სიურპრიზი არ იქნება ერთი, ან ორი. იქნება ბევრი და რაც მთავარია როგორც ბასილაიას ოჯახის წევრებისთვის, ასევე მაყურებლისთვის; მიხარია კიდევ ის, რომ ძალიან დიდი დაინტერესება აქვს ამ პროექტს; ვღელავ, ვნერვიულობ იმიტომ, რომ პასუხიმსგებლობა დიდია; დარბაზში იქნებიან ანსამბლის “ივერია” წევრები, რომელთა ანგარიშზეც 7 000-ზე მეტი ანშლაგია – დიდ საკონცერტო დარბაზში; ჩემთვის მაესტრო იყო მაგალითი, საზომი და მეტრი, ზოგადად, როგორი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც არტისტია; ძალიან ბევრი რამ ვისწავლე მისგან; მახსოვს, როგორ დამირეკა და მითხრა: გამარჯობა, ნოდიკო! მე  ბუთხუზი ვარ!” – ნოდიკო ტატიშვილმა რადიო “ფორტუნას ეთერში” ანრი ბასილაიას 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სოლო პროექტზე “ალექსანდრე ბასილაია – ზღაპარი სიყვარულის” ისაუბრა; ქართველმა მომღერალმა საუბრისას გაიხსენა, როგორ გაიცნო მაესტრო და როგორ შესთავაზა ქართველმა კომპოზიტორმა ნოდიკოს კვინტეტში სიმღერა.