ნოდიკო ტატიშვილი: „მიხარია, ქართველი მსმენელი შემობრუნდა ქართული შოუბიზნესისკენ”

„პირველ რიგში, ორმაგად და ათმაგად სასიხარულოა, როდესაც ასეთი პოპულარობით სარგებლობს ჩემი და სალომეს ეს დუეტი იმიტომ, რომ ეს არის ახალი სიმღერა. სრულიად ახალი სიმღერა, ანუ ეს არ არის ძველი, უკვე ბევრისთვის ცნობილი სიმღერის ახალი ვერსია. „ერთხელ წვიმიან ქალაქში“ დაიწერა ჩემთვის და სალომესთვის – ჩავწერეთ, გადავიღეთ კლიპი და პოპულარული გახდა. მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ ზუსტად ოთხ თვეში სამ მილიონზე მეტი ნახვა აქვს. არის ბევრი კლიპი, რომელსაც ორი, სამი, ან ოთხი მილიონი ნახვა აქვს, მაგრამ ნახვებს სჭირდება დრო, ერთი, ორი, ან სამი წელი; ალბათ, ეს ყველაფერი განაპირობა იმან, რომ სიმღერაში ძალიან ლამაზი მელოდიაა. ემოციურია ლექსი, რომელიც  ორი ადამიანის სასიყვარულო ურთიერთობას ასახავს. კლიპის პოპულარობაში კლიპსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, იმ სიუჟეტს, რაც კლიპში ვითარდება. ჩემი აზრით, ყველაფერმა ერთად, მუსიკამ, ლექსმა, ნამღერმა, კლიპმა, ერთობლიობაში მოახერხა ის, რომ  ასე მოეწონა მსმენელს და მაყურებელს; ვფიქრობდით, რომ ეს მაყურებელს უნდა მოსწონებოდა. არტისტები, მომღერლები ასე ვართ – რასაც ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოეწონოს მსმენელს; ლილიკო ნემსაძეს ვთხოვეთ ლამაზი მელოდიის შექმნა და არ დააყოვნა. მიხარია, რომ ქართველი მსმენელი შემობრუნდა ქართული შოუბიზნესისკენ“,  – რადიო „ფორტუნას“ ეთერში ნოდიკო ტატიშვილმა მისი და სალომე ბაკურაძის დუეტის შესახებ ისაუბრა. ნოდიკოს აზრით, მუსიკამ, ლექსმა, ნამღერმა და კლიპმა განაპირობა ის, რომ სიმღერასავით კლიპიც პოპულარულია.  ქართველმა მომღერალმა  ახალი კლიპის პრემიერა და მორიგი ალბომის პრეზენტაციაც დააანონსა.