LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდიკო ტატიშვილი: “შეიძლება შემნიშნეს; მაქვს ურთიერთბა შავგვრემან გოგოებთანაც”

“სანამ დამირეკავდით, ჩემი მანქანიდან გადავიდა ნამდვილად შავგვრემანი გოგო; მართლა ძალიან ბევრ გოგოსთან მაქვს ურთიერთობა. აქედან ნაწილი ჩემი მეგობარია, ნაწილი ახლობელია; აბსოლუტურ სიმართლეს გეტყვი, რომ ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის ხდება რაღაც – თუნდაც ფლირტის, გართობის, ან ვნების დონეზე, მაგრამ სიყვარულთან დაკავშირებით რომ გითხრა, სულ მთლად გადარეული ჯერ არ ვარ; როგორც ჩემი ასაკის მამაკაცს შეეფერება, ისეთი ცხოვრებით ვცხოვრობ; როგორც კი დაოჯახებას გადავწყვეტ, შეგატყობინებთ; ყველაზე ხშირად, რაც ყურს ხვდება არის ეს – როდის მოჰყავს ცოლი?!; მოვიყვან, აუცილებლად თან ბევრი შვილი მინდა რომ მყავდეს” – ნოდიკო ტატიშვილმა “ფორტუნას” ეთერში მასთან დაკავშირებულ ჭორებზე ისაუბრა და მსმენელს ახალი ალბომის პრეზენტაციის დეტალებზეც უამბო.