LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდიკო ტატიშვილი სიმღერის პრემიერით სტუმრად „არტ-FM“-ში

4

6 დეკემბერს, რადიო „ფორტუნას“ გადაცემაში „არტ-FM“ მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი სტუმრობდა, რომელმაც თავისი ახალი სიმღერა წარმოადგინა.

– ნოდიკო, რამდენადაც ვიცი, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ახალ ალბომზე მუშაობა უკვე დაასრულეთ და წარმოდგენილი სიმღერაც სწორედ ამ ალბომიდანაა?

– ეს ჩემი მეორე ალბომია. გადატვირთული გრაფიკის, მოუცლელობის და მუდმივად სხვადასხვა შოუებში მონაწილეობის გამო მისი ჩაწერა რამდენიმე წელიწადს გაგრძელდა. ახალი სიმღერის ტექსტი მანანა გურგენიძეს ეკუთვნის, მუსიკის ავტორი კი, მაიკო კაჭკაჭიშვილია. დიდხანს ვფიქრობდით მის სახელზე, ბოლოს კი, ძალიან სპონტანურად დავარქვით „ფერადი დღე“. ძალიან ხალისიანი, პოზიტიური სიმღერაა და ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორიც ჩაფიქრებული მქონდა. ვფიქრობ მსმენელს ძალიან მოეწონება, რადგან ეს სიმღერაც და ჩემი ყველა სხვა ნამუშევარი სწორედ მათ ეძღვნებათ.

– სამომავლოდ ალბომის საპრეზენტაციო კონცერტის მოწყობას ან სიმღერაზე ვიდეოს გადაღებას ხომ არ გეგმავთ?

– დისკის პრეზენტაცია და ვიდეოს პრემიერა ერთროულად შედგება. საერთო ჯამში ორ ახალ კლიპს წარმოვადგენ და ვეცდები გრანდიოზული შოუ მოვაწყო, სადაც კოლეგებს, ახლობლებს და ჟურნალისტებს დავპატიჟებ, რათა ჩემი ნამუშევარი უფრო სწრაფად გაიცნოს მსმენელმა. გარდა ამისა, იანვრის ბოლოს საკონცერტო ტურით გერმანიაში მივემგზავრები. ერთი სული მაქვს როდის ჩავალ გერმანიაში და ვიმღერებ ჩემი საყვარელი ქართველი ემიგრანტებისთვის.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები