ნოდიკო ტატიშვილი: „ველოდები, რა მოხდება 26 ივნისს“

43

„ბევრჯერ მითქვამს და ახლაც იგივეს ვიტყვი. მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ეს დაჯილდოება. „ოქროს ტალღა“ პირადად ჩემთვის უდიდესი მოტივატორია. ერთი სული მაქვს ხოლმე როდის დაიწყება ცერემონია. სულ ვმუშაობ, შემდეგ მომაქვს თქვენთან ახალი სიმღერა და ველოდები როდის დაიწყება „ოქროს ტალღა“. წელს განსაკუთრებული შემთხვევაა, 4 სიმღერაა წარდგენილი. უხერხული იქნება პროგნოზების გაკეთება, თუმცა რეალისტი ვარ. უტოპიური ფიქრები არ მაწუხებს, ობიექტური ვარ. მგონია, რომ წელს კარგი მოლოდინი უნდა მქონდეს. თუ ამბიციურ საუბრად არ ჩამითვლით, ძალიან წარმატებული უნდა იყოს წელს, ჩემთვის, „ოქროს ტალღა“,  რამდენიმე ნომინაციაში. ველოდები რა მოხდება 26 ივნისს.  ჯერ ერთი, ეს ცერემონია, დღესასწაულია ყველასთვის, მათ შორის ჰოლდინგისთვისაც“ – რადიო „ფორტუნას” ეთერში ნოდიკო ტატიშვილმა „ოქროს ტალღასთან“ დაკავშირებულ მოლოდინზე ისაუბრა. ქართველი შემსრულებელი აღნიშნავს, რომ მოლოდინი დიდია და არ გამორიცხავს, რამდენიმე ნომინაციის ტრიუმფატორი იყოს.

„ოქროს ტალღის” გენერალური სპონსორია „თეგეტა მოტორსი“,  ინტერნეტსპონსორია დეველოპერული კომპანია “m2 უძრავი ქონება” და  სპონსორი ავეჯის ცენტრი „პანორმა და კლასიკა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები