LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუკა ყარალაშვილი: “სიმაღლის მეშინია და “პაძერჟკების”, რომლებსაც ვაკეთებ”

“პირველ ტურში, დასაწყისში ყველაფერზე ვფიქრობდი და ყველაფერზე ვნერვიულობდი, ემოციებისგან შოკში ვიყავი; როცა გინდა მაღალი ქულა მიიღო, ჟიურის მძაფრი შეფასება გულდასაწყვეტია, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ყურები უნდა ჩამოვყარო; ბოლო ორი ტურია, აუტსაიდერი ვარ, მაგრამ მოტივაციას არ ვკარგავ; სირთულეები, უფრო, დასაწყისში იყო. თავიდან, მობილიზება, ფორმაში ჩადგომა მიჭირდა; დიდი ფიზიკური დატვირთვა გვაქვს; ჩემი ყოველი დილა ცეკვით იწყება; მთავარია, მივიღო მაქსიმალური სიამოვნება. კარგად ვიცეკვო და თქვან, რომ “მის საქართველო” მარტო ლამაზი კი არ არის, კარგადაც ცეკვავს; თავდაჯარებული ვარ, სტანდარტულ ცეკვებში; ვალსი, ფოქსტროტი, კარგად გამომდის; ლათინურ ტურში გადავრჩი; სიმაღლის მეშინია და “პაძერჟკები”, რომლებსაც ვაკეთებ; იმდენად ბედნიერი, რომ არ მინდა პროექტის დატოვება” – “მის საქართველომ” რადიო ფორტუნას ეთერში ცეკვით მიღებულ გამოცდილებასა და სირთულეებზე ისაუბრა. ნუკა ყარალაშვილმა აღნიშნა, რომ სასურველი შედეგი წვალების გარეშე არ დგება.