LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუკრი კაპანაძემ „არტ-FM“–ში საახალწლო სიმღერის ახალი ვერსია წარმოადგინა

7

13 დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს მუსიკოსი ნუკრი კაპანაძე სტუმრობდა, რომელმაც ცნობილი სიმღერა „თეთრი მაქმანი“ განახვებული ვერსიით წარმოადგინა.

– ქალბატონო ნუკრი, რატომ გადაწყვიტეთ სიმღერის „თეთრი მაქმანი“ თავიდან ჩაწერა?

– პირველად სიმღერა ორი წლის წინ გაჟღერდა ჩემს რეპერტუარში, ახლა კი, მისი ახალი ტემპო-რიტმით და ახალი განცდით ჩაწერა გადავწყვიტე, რადგან სიმღერა ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც პერიოდულად სჭირდება განახლება. ჩავთვალე, რომ კარგი იქნებოდა, თუ მსმენელს ამ სიმღერით მივულოცავდი ახალ წელს და სწორედ იმ განწყობას ვუსურვებდი, რაც სიმღერაშია.

– გალა-კონცერტზე რას შეასრულებთ?

– წელს გალა-კონცერტს განსხვავებული კონცეფცია აქვს – ყველა მომღერალმა ახალი ნომერი უნდა შეასრულოს. გამომდინარე აქედან, ძალიან ბევრი ახალი სიმღერა იწერება, რომელზეც ძველთან ერთად, თანამედროვე კომპოზიტორებიც მუშაობენ. ყველა ნომერი ცოცხლად, ორკესტრთან ერთად შესრულდება. მე ნინო ჩხიკვაძის სიმღერას ვიმღერებ, რომელთანაც ბოლო რამდენი წელია დიდი სიამოვნებით ვთანამშრომლობ.

– მომავალი წლისთვის ახალი ალბომის ჩაწერას ხომ არ გეგმავთ?

– ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ, თუმცა აფიშირებას ვერიდებით. ალბომის ჩაწერასაც და კონცერტის მოწყობასაც საკმაოდ სერიოზული თანხა სჭირდება, რაც სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს. თუმცა, იმედს არ ვკარგავთ და ვფიქრობთ, რომ მალე მსმენელს ჩვენს ახალ ნამუშევარსაც შევთავაზეთ.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები