LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპერის სოლისტები სტუმრად ”არტ-FM “–ში

5

თათა სადრაძის საავტორო გადაცემას, ”არტ-FM “, რადიოფორტუნასეთერში ზაზა აზმაიფარაშვილი, სულხან გველესიანი, კახაბერ თეთვაძე სტუმრობდნენ.

ზაზა აზმაიფარაშვილი

1985 წელს ზაზა აზმაიფარაშვილმა კონსერვატორიის საგუნდო და სადირიჟირო ფაკულტეტი დაამთავრა. 1985-2004 წლებში თბილისის რადიოსა და ტელევიზიის სიმფონიურ ორკესტრს ხელმძღვანელობდა. 1998 წელს მონაწილეობა მიიღო პაატა ბურჭულაძის მიერ დაარსებულ კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალში. 2000 წელს კონცერტი გამართა სანქტ-პეტერბურგის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. 2004-2009 წლებში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო.

– ბატონო ზაზა, 6-წლიანი პაუზის შემდეგ ისევ დაბრუნდით ოპერის თეატრში, როგორია სამზადისი და პირადად თქვენთვის რას ნიშნავს ”ატილა”?

– ”ატილა” რთული ოპერაა განსაკუთრებით მომღერლებისთვის. დიდი  შრომაა რეპეტიციებში ჩადებული, ძალიან კარგად გამოსდით ყველა პარტია და დარწმუნებული ვარ, ჩვენებაც წარმატებული იქნება.

– მართალია, ”ატილა” კლასიკური” დადგმაა, მაგრამ რაიმე თანამედროვე ელემენტების შეტანას ხომ არ აპირებთ?

– სპექტაკლი პირველად 2008 წელს დაიდგა და სწორედ ამ სპექტაკლის აღდგენაზე ვმუშაობთ ახლა. შეუძლებელია განმეორდეს ზუსტად იგივე, რა თქმა უნდა შესრულება განსხვავებული იქნება, თუმცა რადიკალური ცვლილებები მაინც არ იგეგმება.  

სულხან გველესიანი

უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ სულხან გველესიანმა სწავლა თბილისის კონსერვატორიაში გააგრძელა. 2002 წლიდან კი, ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია. შესრულებული აქვს პარტიები ოპერებიდან ”ტრავიატა”, აიდა”, ”რიგოლეტო”, ნაბუკო”, ”ბალ-მასკარადი” და მრავალი სხვა.

– ბატონო სულხან, პროფესიით ისტორიკოსი როგორ მოხვდით ოპერაში?

– 15 წლის ვიყავი, როცა ექსპერიმენტულ სკოლაში მიმიყვანეს. თუმცა, ვერ გავარკვიე რა მინდოდა და უარი ვთქვი ვოკალის გაკვეთილებზე. ოპერა ყოველთვის მიყვარდა, უბრალოდ საკუთარ თავს ვერ ვხედავდი ამ სფეროში. დიდი დრო დამჭირდა მოსამწიფებლად, მხოლოდ 22 წლის ასაკში ჩავაბარე კონსერვატორიაში და მას შემდეგ ოპერა ჩემი ცხოვრებაა. რთული იყო ამ ნაბიჯის გადადგმა, თუმცა არ ვნანობ.

– პარტნიორებიდან ვის გამოყოფდით, ვისთან ერთად გქონდათ ყველაზე წარმატებული გამოსვლა?

– რთულია გამოყოფა. ჩემთვის ყველა პარტნიორთან ერთად გამოსვლა დიდი ბედნიერებაა.

როგორც ამბობენ, ეციოს პარტია საკმაოდ რთული შესასრულებელია?

– ვეთანხმები, რთულია მაგრამ საინტერესო.

კახაბერ თეთვაძე

თეატრის და კინოს უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მაგისტრის ხარისხი კახაბერ თეთვაძემ კონსერვატორიაში მიიღო, 2001 წელს კი,  ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე შედგა მისი დებიუტი დონ ბაზილიოს პარტიით სპექტაკში ”სევილიელი დალაქი”.

– ბატონო კახაბერ, რას ნიშნავს თქვენთვის ატილას პარტია?

– საკმაოდ რთული სამუშაოა და მაქსიმალურად ვეცდები გავამართლო ყველა იმედი.

– ვის გამოყოფდით ატილას პარტიის შემსრულებლებს შორის?

– რა თქმა უნდა პაატა ბურჭულაძეს. მთელი სტუდენტობა ვუსმენდი ჩანაწერებს და ძალიან ბევრი ვისწავლე მისგან.

გადაცემის ჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები