LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპერისა და ბალეტის თეატრი მორიგ საჩუქარს უმზადებს კლასიკური მუსიკის მოყვარულებს

13

გადაცემის ლაივი LIVE

6 ნოემბერს რადიო „ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ -ს ოპერის მომღერალი, ბანი გიორგი ანდღულაძე სტუმრობდა.

ოპერისა და ბალეტის თეატრი მორიგ საჩუქარს უმზადებს კლასიკური მუსიკის მოყვარულებს და 10 ნოემბერს ჯუზეპე ვერდის „რექვიემს“, 14 ნოემბერს კი, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიას შესთავაზებს დირიჟორ დანიელ ორენის ხელმძღვანელობით,  იანო ალიბეგაშვილის, ნინო სურგულაძის, ოთარ ჯორჯიკიას, არმაზ დარაშვილის და გიორგი ანდღულაძის მონაწილეობით.

– გიორგი, საზღვარგარეთ მოპოვებული წარმატების შემდეგ რას გრძნობთ  სამშობლოში დაბრუნებული?

– სიმართლე ვთქვა, უცხოეთში არასდროს ვღელავ ისე, როგორც საქართველოში. მართალია, აქ ჩამოსულს არაჩვეულებრივი განცდა მეუფლება, მაგრამ ყოველთვის პირველი კლასის მოსწავლედ ვგრძნობ თავს, რომელიც გამოცდას აბარებს, რადგან უცხოური პუბლიკა ჭრელი და მრავალფეროვანია, ქართველი მსმენელი კი, ყოველთვის ძალიან მომთხოვნია, ამიტომ პასუხისმგებლობაც მეტია.

– მუდმივი გასტროლების ფონზე რამდენად გრჩებათ დრო პირადი ცხოვრებისთვის?

– ჯერჯერობით მეუღლე არ მყავს, რადგან ძალიან რთულია ხელოვანის გვერდით ყოფნა, დატვირთული გრაფიკის და მუდმივი გასტროლების ფეხის აწყობა.

– რატომ გადაწყვიტეთ საზღვარგარეთ გამგზავრება?

– თბილისის კონსერვატორიიდან, სადაც საგუნდო-სადირიჟირო ფაკულტეტზე ჩავაბარე, სამ თვეში მუდმივი გაცდენის გამო გამრიცხეს. რა თქმა უნდა, გული დამწყდა, თუმცა ახლა ვხვდები, რომ ძალიან გამიმართლა, რადგან სწორედ მაშინ გავემგზავრე იტალიაში და ჩავაბარე ვერდის აკადემიაში, რომლის ხელმძღვანელობამ საკუთარ თავზე აიღო ჩემი სწავლისა და ცხოვრების ხარჯი.

– მსოფლიო მუსიკოსებს შორის ვის თვლით საკუთარ მასწავლებლად?

– ძალიან გამიმართლა, რადგან პრაქტიკულად ყველა დიდი მუსიკოსი გავიცანი და უამრავი ცოდნა, გამოცდილება შევიძინე მათგან. სიამოვნებით გავიხსენებ მაესტრო ბადრი მაისურაძესთან შეხვედრას, ვისთან ნაცნობობა ძალიან მალე გადაიზარდა მეგობრობაში.

– განსაკუთრებული ტრადიცია ხომ არ გაქვთ სცენაზე გასვლის წინ?

– განსაკუთრებული ტრადიცია არ მაქვს, თუმცა სცენაზე გასვლამდე ყოველთვის ვკითხულობ ლოცვას.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები