LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოსკარის“ პრეტენდენტი ფილმი „მოირა“ რეკორდულ დროში გადაიღეს

16

რადიო ”ფორტუნას” გადაცემას არტ FM რეჟისორი ლევან თუთბერიძე და მსახიობები პაატა ინაური, გიორგი ხურცილავა ესტუმრნენ.

2015 წლის ”ოსკარის” დაჯილდოვებაზე საქართველოდან ლევან თუთბერიძის ფილმი ”მოირა” წარადგინეს. ფილმის სცენარი დავით ფირცხალავასა და გიორგი ქობალიას ეკუთვნით. კომპოზიტორი ნუკრი აბაშიძეა, ხოლო პროდიუსინგი ლევან თუთბერიძესთან ერთად ნიკოლოზ აბრამიშვილმა ითავა.

ფილმის რეჟისორი ფიქრობს, რომ წითელ ხალიჩამდე ჯერ კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი. როცა ფილმს კონკურსზე წარადგენდა, გამარჯვების იმედი ქონდა, თუმცა როცა საბოლოო შედეგი გაიგო, მაინც ძალიან გაუხარდა. მისი აზრით, ეს მთელი ჯგუფის მუშაობის ერთობლივი შედეგია.

მსახიობები ფიქრობენ, რომ ძალიან გაუმართლათ რადგან ფილმში მოხვდნენ. ლევანთან მუშაობა მათთვის ძალიან სასიამოვნო იყო. ჰქონდათ საკმაოდ რთული რეჟიმი, გაათენეს ბევრი ღამე, მაგრამ რაც მთავარია – კარგი ქართული კინო შექმნეს.

სულ კომისიას შესარჩევად ორი ფილმი წარედგინა. ზაზა ურუშაძის განცხადებით, ამის მიზეზი თავად რეჟისორები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ნამუშევარი იქმნება, კონკურსში მონაწილეობის სურვილი მხოლოდ ორმა რეჟისორმა გამოთქვა. კომისიამაც მათ შორის საუკეთესო აარჩია. ფილმს წითელ ხალიჩამდე მართლაც დიდი გზა აქვს გასავლელი. საჭიროა უამრავი კინოჩვენების მოწყობა, რათა გაიზარდოს მისი ცნობადობა და შესაბამისად დაჯილდოვებაზეც მეტი შანსი ქონდეს.

საინტერესოა, რომ სრულმეტრაჟიანი ფილმი რეკორდულ 25 დღეში გადაიღეს. გადაღებები ქალაქ ფოთში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა ადგილობრივმა მსახიობებმაც მიიღეს.

აუდიო ჩანაწერი

 

1

2

3

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები