LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთო ნემსაძე: “ახალი ალბომით გიბრუნდებით – Oto Nemsadze Project Limbo N1”

„ეს კონცერტები გამორჩეული და განსაკუთრებულია იმითია, რომ ჩემი ფეხი პირველად იქნება ამერიკის კონტინეტზე; და ძალიან მიხარია. რამდენიმე დღეა, რაც კონცერტები დაიგეგმა და მეორე დღე ბილეთები უკვე აღარ იყო; ჩვენი ემიგრანტები, ძალიან ბევრი კილომეტრის მოშორებით არიან, ამერიკაში და მიხარია, რომ მათ შევხვდები. ქართული საღამოთი გავუხალისებ ცხოვრებას იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ენატრებათ აქ და ქართული მუსიკა; ამერიკიდან ჩამოსული უკვე ახალი ალბომით გიბრუნდებით – ოთო ნემსაძე პროექტით „ლიმბო“. ამჯერად ქართულ როკმუსიკაზე ვმუშაობთ და დამიჯერეთ, მუხტიან ლაივებს შემოგთავაზებთ. ახალ ალბომზე მუშაობა ფინალურ ფაზაშია. ჩემთვის მთავარი მიმართულება არასდროს ყოფილა ფინანსური გათვლა, ყოველთვის იმაზე ვარ ორიენტირებული, ჩემი მუსიკა დარჩეს. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ალბომით ბევრს ვიტყვი იმიტომ, რომ ეს არა ქავერ, არამედ ჩემი სოლო ალბომია; მუსიკალური კრებულის სახელწოდება იქნება “Limbo N1”; ვთვლი, რომ მსოფლიოში პოპ-როკი პირველ ადგილზეა და ყველაზე გაყიდვადია; ქართულ ბაზარზე ეს ნიშა ბოლომდე დაკავებული არ არის და უნდა დავიკავო; სრულიად საქართველოს ტურნესაც ვპირდები“ – რადიო „ფორტუნას“ ეთერში  ოთო ნემსაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილ კონცერტებზე, ახალ ალბომსა და იმ ტურნეს შესახებ ისაუბრა, რომელსაც მომღერალი საქართველოში გეგმავს.