LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპუნა შარიქაძე: “რამდენიმე ლეგენდარულ ჯაზმენთან დავახლოვდი”

“მეორე წელია, რაც ბერკლიში ჩამოვედი. უკვე შევეჩვიე გარემოს. ჩემი სახლივით გახდა უკვე ეს ქალაქი და ძირითად დროს ბერკლიში ვატარებ; აქ, ქუჩაში რომ მიდიხარ, შეიძლება ისეთმა დიდმა მუსიკოსმა ჩაგიაროს რომ – ვერც ვაანალიზებ ხოლმე რა ხდება; რამდენიმე ლეგენდარულ ჯაზმენთან ისე დავახლოვდი, რომ მივეჩვიე, ისე ვესალმები, თითქოს ჩემი მეგობარი იყოს. ცნობილ მუსიკოსებიდან დავახლოვდი ისეთებთან, როგორებიც არიან დანილო პერესი, ჯონ პატიტუჩი და ტერი ლინ კერინგტონი; ადგილი, სადაც ახლა ვარ, ძალიან პერსპექტიულია; საერთოდ სხვა ეტაპზე გადავედი ცხოვრების და ეს ძალიან სწრაფად მოხდა. ბევრად მივუახლოვდი იმ საფეხურს, რაზეც ვოცნებობდი თავიდან, როცა ჯაზის დაკვრა დავიწყე; შემიძლია, ბერკლიში, ვოკალის გაკვეთილებიც ავიღო; ისეთი მაგარი საშუალება მაქვს, რატომ არ უნდა გამოვიყენო?!; ბევრად მომგებიანია, როცა კარგად უკრავ და თან მღერი” –  პაპუნა შარიქაძემ, აშშ-დან “ფორტუნას” კითხვებს უპასუხა. ბერკლის სტუდენტმა, ახალგაზრდა ქართველმა მუსიკოსმა ბერკლის კოლეჯში საქმიანობისა და იმ ლეგენდარული ჯაზმენების შესახებ ისაუბრა, ვისაც უკვე პირადად იცნობს.