LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპუნა შარიქაძის ამერიკული ტრიო თბილისში

„მესამე წელია, რაც ბერკლიში ვსწავლობ. ერთ წელიწადში დავასრულებ, სწავლას. ბედნიერი ვარ, ამას ყოველთვის ხაზგასმით ვამბობ. ბერკლიმ ისეთი საშუალებები მომცა, ისეთი შანსები, პერსპექტივა, ბედნიერი ვარ, რომ აქ მოვხვდი. ყველაზე მნიშვნელოვანი – ის ადამიანები, დიდი მუსიკოსები, პედაგოგები, რომლებთანაც მყარი ურთიერთობა მაქვს. ურთიერთობა მუსიკალურ კოლაბორაციებში გადადის და ეს ალბათ ყველაზე დიდი რამ არის, რასაც ბერკლი მაძლევს. ყოველდღიურად ახალ მუსიკოსებს ვხვდები და მეძლევა საშუალება დავუკრა ისეთ ადგილას, როგორიც არის Blue Note და Birdland Jazz CluB,  ნომერ პირველი ჯაზ-კლუბები.

ყველაზე დიდი ამბავი ალბათ იყო ის, რომ ნოემბერში დავუკარი ედი გომეზთან ერთად, რომელიც ბილ ევანსის ბენდის ბასისტია. მაისში იქნება ჩემი ტრიოს კონცერტი, ბიჭები ნიუ-იორკიდან ჩამომყავს – ქოულ დეივისი და ოფრი ნეჰემია. ისინი ამერიკაში სწავლობენ და უკრავენ. ამ კონცერტს აკეთებს „მელოგრანო“ ახალი ჯაზ-კლუბი. კონცერტი კონსერვატორიაში 31 მაისს, 20:00 საათზე გაიმართება.ყველაზე მთავარი, რაც ბერკლიმ მომცა – მასწავლა ურთიერთობა, როგორ უნდა იყო გახსნილი. განათლება და გამოცდილება“ – რადიო „ფორტუნას“ ეთერში პაპუნა შარიქაძემ თბილისში დაგეგმილი კონცერტის შესახებ ისაუბრა. ახალგაზრდა ქართველი ჯაზ-პიანისტი ბერკლიდან საქართველოში ბრუნდება და მელომანებისთვის კონსერვატორიაში ამერიკელ მეგობრებთან ერთად მაისის ბოლოს დაუკრავს.