LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეკინის ქუჩას რეაბილიტაცია მომდევნო 20 წლის განმავლობაში აღარ დასჭირდება

პეკინის ქუჩაზე 1 საათის განმავლობაში 6 ათასი ავტომობილი გადიოდა, ამის შესახებ გადაცემა „რაკურსის“ ეთერში მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სასკოლო არდადეგების დაწყებისთანავე მანქანების რაოდენობა შემცირდა, შესაბამისად, პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია სწორედ ამ სამთვიან პერიოდში გადაწყდა – სასწავლო წლის დაწყებამდე სამუშაოები უნდა დასრულდეს.

მუმლაძის მტკიცებით, თუ ქუჩაზე მხოლოდ ასფალტის საფარი გამოიცვლებოდა და არ მოხდებოდა სრული რეაბილიტაცია, 1 წელიწადში იგივე მდგომარეობა იქნებოდა, რაც დღეს არის. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსის თქმით, ქუჩა სახეს 20 წლის მანძილზე შეინარჩუნებს და უკეთესად გამტარი იქნება.

დეტალურად, როგორ შეძლებთ მოძრაობას პეკინის ქუჩაზე სამუშაოების პერიოდში, მოისმინეთ გადაცემის პოდკასტი.