LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად საქართველო ციურიხში ღვინის გამოფენა-გაყიდვაში საპატიო სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას

4

გვანცა ლაღიძე – საქართველო-შვეიცარიის ბიზნესასოციაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი

 

 

  • პირველ რიგში, დავიწყოთ იმ სიახლით, რაც ეხება ციურიხში ნოემბრის პირველ ნახევარში დაგეგმილ ღონისძიებას, სადაც საქართველოს ექსპოვინას საპატიო სტუმარია, ზუსტად როდის გაიმართება და რას ნიშნავს სტატუსი ექსპოვინას საპატიო სტუმარი
  • ეს გამოფენა 65-დ იმართება ქალაქ ციურიხში, ღვინის უმსხვილესი გამოფენა-გაყიდვაა და საქართველო აქ პირველად მონაწილეობს, თანაც საპატიო სტუმრის სტატუსით. ციურიხი აჭრელებულია ბანერებით, სადაც ჩანს , რომ საქართველო არის საპატიო სტუმარი. დიდი მოლოდინია, საქართველოდან 20 კომპანია იღებს მონაიწლეობას. გამოფენა-გაყიდვა კი 1-დან 15 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება
  • თქვენს ბიზნესასოციაციას რა როლი აქვს მთელ ამ პროცესში და როგორ ეხმარებით ქართულ კომპანიას საკუთარი პროდუქციის წარმოჩენაში
  • ეს გამოფება საქართველო-შვეიცარიის ბიზნესასოციაციის და მთავრობის მხარდაჭერით იმართება, მონაწილეეებს რაც შეხება, ეს იქნება მათთვის საქმიანობის არეალის გაფართოება. ამ სანახაობას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან დაესწრებიან. ბენეფიტი არის, არა მხოლოდ საქმიანობის არეალის გაფართოება, არამედ ტურიზმის განვითარება. ანუ შვეიცარიიდან საქართველოში ტურისტების შემოსვლა.
  • ამ დროისთვის რამდენი კომპანიაა ღონისძიებაში მონაწილეობით დაინტერესებული და როგორ შეეძლოთ მათ ამ პროცესში ჩართ

 

  • 60 ათასამდე ღვინის ექსპორტიორი მონაწილეობს, თანამონაწილეობა სურვილის მიხედვით იყო. დამოუკიდებლად რომ მიეღოთ მოანაწილეობა, ეს დაახლოებით 50 ათასი ფრანკი ჯდება. ცხადია, თანხის მიზერია გათვალისწინებული, როცა ჩვენი ასოციაცია და სახელწიფო ერთვება. ეს იყო ჩვენი მიზანი, რომ ქართული ღვინის პოპულარიზაცია მოხდეს და ღვინის ბაზრის გაფართოება. კომპანიები იქ პრემიუმ კლასის ღვინოებს წარმოადგენენ

 

  • როგორ ფიქრობთ, რას მისცემს ეს გამოფენა ქართულ ბიზნესს, რატომ არის ის მათთვის მნიშვნელოვანი

 

  • იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს საპატიო სტუმრის სტუტუსით იქ ყოფნა ღვინის და კულტურის წარმოჩენაა, ასევე მნიშვნელოვანია ქარული კომპანიებისთვის , რომ სავაჭრო ურთიერთობები განავითარონ. მით უმეტს, საქართველოსა და „ეფტას“ წევრ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა

 

  • კიდევ რა სიახლეებს გეგმავთ უახლოეს მომავალში

 

  • ჯერჯერობით ამას არ დავაანოსებ, მაგრამ ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი, რომელსაც ექსკლუზიურად თქვენ მოგაწვდით. აუცილებლად მივმართავ ქართველებს, ჩვენს მეგობრებს, თუ 1-დან 15 ნოემბრის ჩათვლით ციურიხში ან ახლოს იქნებით, გვეწვიეთ ექსპოვინაზე, სადაც საქართველო მონაწილეობას პირველად მიიღებს.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები