LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრობლემები კლინიკებში – რომელი მიმართულების სპეციალისტების ნაკლებობაა სამედიცინო სექტორში

„ბიას“ ბაზაში ჯანდაცვის მიმართულებით 2000–ზე მეტი იურიდიული პირიფიქსირდება. აღნიშნულ დარგში

გამოყოფილია სხვადასხვა საქმიანობის სფერო.  ესენია:

  • მრავალპროფილიანი საავადმყოფოები და პოლიკლინიკები
  • კლინიკები, სამკურნალო და დიაგნოსტიკური ცენტრები (სადაც ასევე იგულისხმება სპეციალიზირებული კლინიკები, როგორიცაა ოფთამოლოგიური, კარდიოლოგიური, გინეკოლოგიური და სხვა მიმართულებები)
  • სტომატოლოგიური მომსახურება
  • სამედიცინო აპარატურით, მოწყობილობებით და ინსტრუმენტებით წარმოება, ვაჭრობა
  • სამედიცინო ლაბორატორიები

საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტი მრავალპროფილიანი საავადმყოფო და პოლოკლინიკაა. აქედან, დღეის მდგომარეობით, მხოლოდ 100-მდე იურიდიული პირი ფუნქციონირებს. მათი გადანაწილება ზომების მიხედვით შემდეგია: 18%- მცირე, 47%- საშუალო, ხოლო 35% -მსხვილი.

კლინიკების, სამკურნალო და დიაგნოსტიკური ცენტრების შემთხვევაში სახეზეა 500-მდე ფუნქციონირებადი კომპანია, რომელთაგან  55% -მცირე, 32%- საშუალო, ხოლო 13% მსხვილია.

როგორც „ბიას“ წარმომადგენლები ამბობენ, ცალკე შეგვიძლია, განვიხილოთ სტომატოლოგიური მომსახურება. ამ კატეგორიაში 261 ფიზიკური პირი ფიქსირდება და თუ განვიხილავთ მათ გადანაწილებას ზომების მიხედვით ვნახავთ, რომ 88% მცირეა, 9% -საშუალო, ხოლო 3% -მსხვილი.

სრულიად სამედიცინო სექტორის შემთხვევაში, შეგვიძლია, ვნახოთ პარტნიორებისა და მომწოდებლების სტატისტიკა. მთლიანობაში, სექტორში არსებული კომპანიების მხოლოდ 20% ჰყავს პარტნიორი, რომელთაგან 50% უცხოელია, ხოლო 50% -ადგილობრივი. სხვა შედეგებია მომწოდებლებთან მიმართებაში. სამედიცინო სექტორის 35%-ს ჰყავს მომწოდებელი, რომელთაგან 65% ადგილობრივია, ხოლო 35% – უცხოელი.

საინტერესოა ასევე სტატისტიკა დამფუძნებელთა მიხედვით. მედიცინის დარგში მოღვაწე კომპანიების 10%-ს უცხოელი დამფუძნებელი ჰყავს, ხოლო 90% ეროვნული ბიზნესია.

საქართველოს მასშტაბით არსებული სამედიცინო კომპანიების შესაბამისი აპარატურითა და მასალებით მომარაგებით მთლიანობაში 128 კომპანიაა დაკავებული, რომელთაგან 51% -მცირე, 42% -საშუალო, ხოლო 7% მსხვილია.

აღნიშნულ პროდუქციას ადგილზე მხოლოდ 5% პროცენტი აწარმოებს, 95% კი იმპორტს ახდენს. სახარჯი მასალის იმპორტი მეტწილად ჩინეთიდან, თურქეთიდან და ინდოეთიდან ხდება. შემდეგ მოდის: გერმანია, იტალია და საფრანგეთი. რაც შეეხება სამედიცინო აპარატურის იმპორტს, ამ შემთხვევაში იმპორტის ყველაზე დიდი წილი გერმანიაზე მოდის, შემდეგ აშშ და თურქეთია.

თითოეული კომპანია სამედიცინო პროდუქციის იმპორტს წელიწადში საშუალოდ 5-ჯერ ახორციელებს.