LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროფესორი გიორგი მათიაშვილი სტუმრად გადაცემაში „ბიზნესნიუსი“

23

24 თებერვალს რადიო „ფორტუნას“ და მაია მამულაშვილის გადაცემას „ბიზნესნიუსი“ გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი მათიაშვილს სტუმრობდა.

– ბატონო გიორგი, როდის დაარსდა უნივერსიტეტი და რა არის მისი მთავარი მიზანი?

– უნივერსიტეტი 2008 წელს დაარსდა, მომავალ წელს კი, 10 წლის იუბილეს აღნიშნავთ. ჰუმბოლდტის სიტყვებს თუ დავესესხები, ჩვენი მთავარი მიზანი „სრლყოფილი, დისციპლინირებული და ინტელექტუალური საქმიანობით აკადემიური განათლების ხარისხის ამაღლებაა“.

– რა ფაკულტატები და სწავლების რა მეთოდია თქვენს უნივერსიტეტში?

– უნივერსიტეტს სამი ფაკულტეტი აქვს: ბიზნესის ადმიონისტრირების, სადაც ტურიზმი, ბიზნესის ადმინისტრირება, ფინანსები, მენეჯმენტი და მარკეტინგი ისწავლება, ასევე სამართლის ფაკულტეტი და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, რომელიც ჟურნალისტიკასა და ფსიქოლოგიის სპეციალობებს აერთიანებს. ჩვენ მაქსიმალუირად ვცდილობთ თეორიული ცოდნა პრაქტიკული გამოცდილებით გავამდიდროთ, რადგან ვთვლით, რომ სწორედ ესაა ჩვენი კურსდამთავრებულის წარმატების, სამსახურის მარტივად მოძიების და კარიერული წინსვლის მთავარი გარანტია. გამომდინარე აქედან, ყველა ფაკულტეტს თავისი პრაქტიკული ლაბორატორია აქვს სპეციალობის მიხედვით. მაგალითად, სამართლის ფაკულტეტზე კრიმინალისტიკის ლაბორატორია და იმიტირებული სასამართლო დარბაზი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ჟურნალისტიკის და რადიო ლაბორატორიები, ბიზნესის ფაკულტეტზე კი – იმიტირებული ბანკი, ტურისტული კომპანია და კონსალტინგური ცენტრი გვაქვს, სადაც ჩვენი სტუდენტები პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს იძენენ.

– კონკრეტულად რას სთავაზობთ სტუდენტების?

– მაღალი ხარისხის განათლებასთან, კეთილგანწყობილ და კომფორტულ გარემოსთან ერთად, ჩვენ სტუდენტებს საკმაოდ სერიოზულ შეღავათებს ვთავაზობთ. ის, ვინც პირველ პრიორიტეტად ჩვენს უნივერსიტეტს მიუთითებს, 10%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებს ანუ სწავლის საფასურის 10%-ს სწორედ უნივერსიტეტი გადაიხდის, ასეთივე შეღავათით ისარგებლებენ ერთი ოჯახის წევრებიც. ბუნებრიავია, გვაქვს როგორც სახელობითი, ისე ჩვეულებრივი სტიპენდიები, მაღალი შეფასების მქონე სტუდენტებისთვის. გარდა ამისა, მაქსიმალურად ვცდილობთ შევუწყოთ ხელი ეროვნული სპორტის განვითარებას და საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებსაც 10%-იან შეღავათს ვთავაზობთ. აღსანიშნავია, რომ სტუდენტებს სწავლის საფასურის დაფარვის მეტად მოქნილი გრაფიკი აქვთ და წელიწადში ოთხჯერ იხდიან, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს მის დაფარვას. აქვე ავღნიშნავ, რომ ჩვენს სტუდენტებს თავისუფლად შეუძლიათ ისარგებლონ უფასო ავტობუსით და სამედიცინო მომსახურებით.

– როგორია საუნივერსიტეტო ცხოვრება და რა შესაძლებლობები აქვთ სტუდენტებს?

– რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენი მიზანი საუძვლიანი და ხარისხიანი განათლების მიცემაა, თუმცა, გვაქვს გარკვეული ღონსიძიებები, რომელთაც არასალექციო პერიოდში ვატარებთ – სპეციალობის მიხედვით სტუდენტებს კონკურსებში, ოლიმპიადებსა და ინტელექტუალურ თამაშებში შეუძლიათ მონაწილეობის მიღება და საკმაოდ სოლიდური პრიზების მიღება. გვყავს ჩვენი ანსამბლი და სპორტული გუნდები. მაგალითად, ჩვენი ფეხბურთის, რაგბის და კალათბურთის გუნდები სტუდენტურ უმაღლეს ლიგაში თამაშობენ. გარდა ამისა, ჩვენი ხელშეწყობით და სტუდენტების ინიციატივით ხშირად ეწყობა თემატური ექსკურსიები და სხვადასხვა საქველმოქმედო აქციები. ერთი სიტყვით,  უნივერსიტეტში მეტად დატვირთული სტუდენტური ცხოვრებაა.

– რამდენადაც ვიცი, თქვენს უნივერსიტეტს გაცვლითი პროგრამებიც აქვს.

– დიახ, ჩვენი უნივერსიტეტი საკმაოდ სერიოზულად მუშაობს ამ მიმართულებით. გავიმარჯვეთ რამდენიმე საერთაშორისო პროექტში, ჩართული ვართ არა მარტო სტუდენტების, არამედ აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებშიც. მაგალითად, შარშან  ევროკავშირის პროექტში „ერაზმოს პლუსის“ გავიმარჯვეთ, რომელიც სტუდენტების და პედაგოგების აკადემიურ მობილობას გულისხმობს. სხვათაშორის, იანვრის თვეში ჩვენი ოთხი სტუდენტი ჰოლანდიაში გაემგზავრა სასწავლებლად, მარტში ორი პროფესორი მიემგზავრება,  მოგვაინებით კი, ჰოლანდიელი პროფესორები გვესტუმრებიან ლექციების კურსით.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– ზოგადად, ძალიან ბევრი ცვლილება იგეგმება უმღლესი განათლების სისტემაში, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კი, ჩვენს ქვეყანაში უცხოელი სტუდენტების მოზიდვა იქნება. გამომდინარე აქედან, ჩვენც  საკმაოდ სერიოზულად ვმუშაობთ უცხოენოვანი პროგრამის შექმნაზე, იმ კადრების მოზიდვასა და მომზადებაზე, ვინც შეძლებს ამ პროექტების განხორციელებას. გარდა ამისა, ვცდილობთ შევქმნათ პროფესიული პროგრამები, რომელთა გავლის შემდეგ, ახალგაზრდები ბაკალავრიატში შეძლებენ სწავლის გაგრძელებას, ანუ ერთროულად მიიღებენ პროფესიონალურ კვალიფიკაციას და აკადემიურ ხარისხს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები