LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ ბაზარზე ადგილზე გადამუშავებული ნავთობპროდუქტები გამოჩნდა

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ნავთობს ორი მცირე საწარმო გადაამუშავებს. გიორგი ტატიშვილის თქმით, წარმოება მცირეა და ადგილობრივ ბაზარს მანამდე ვერ დააკმაყოფილებს, სანამ ქვეყანაში მძლავრი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა არ აშენდება. ნავთობპროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარე კი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ისაა გასარკვევი, რამდენად ხარისხიანია ადგილზე გადამუშაველი ნავთობი. ვის აქვს უფლება , ლიცენზია მიიღოს და რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს საწარმო.

 

 

 

 

გადაცემის ჩანაწერი