LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ქართული მონეტების ოქროს კოლექცია” ”პალიტრა L”-ისგან

8

24 მაისს რადიო ”ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას ”არტ-FM” გამომცემლობა ”პალიტრა L”-ის მთავარი რედაქტორი ნინო დეკანოსიძე და ნუმიზმატი მაია პატარიძე სტუმრობდნენ, რომლებმაც ახალ წიგნ-ალბომზე ”ქართული მონეტების ოქროს კოლექცია” ისაუბრეს.

– ქალბატონო ნინო, რაში მდგომარეობს წიგნის უნიკალურობა?

– ჟანრობრივად ”პალიტრა L” ძალიან მრავალფეროვანი გამომცემლობაა. თუმცა, ეს წიგნი მართლაც უნიკალურია, რადგან მასში საქართველოს ისტორია 27 საუკუნის მანძილზე გამოშვებული მონეტებითაა გადმოცემული. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ მკითხველისთვის ისტორია პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ხელშესახები გახდება. წიგნის პრეზენტაცია 30 მაისს შედგება, მერე კი, ნებისმიერი მსურველი შეძლებს შეიძინოს უძველესი მონეტების მეტალში შესრულებულ ასლები გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ერთად და წიგნში მისთვის განკუთვნილ ადგილას მოათავსოს.

IMG_4782– ქალბატონო მაია, რა პრინციპით შეირჩა მონეტები?

– ნუმიზმატიკურ კოლექციაზე წიგნის გამოცემის იდეა ”პალიტრა L-ს” ეკუთვნის. ბუნებრივია, მოვიფიქრეთ კონცეფცია, რომლის მიხედვითაც მონეტები შევარჩიეთ. როგორც იცით, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში 100 ათასი მონეტა ინახება, ამიტომ საკმაოდ რთული არჩევანის წინაშე დავდექით. კოლექციის შექმნა უძველესი, ”კოლხურ თეთრად” წოდებული მონეტით დავიწყეთ და ყველა მნიშვნელოვანი ნიმუში შევიტანეთ, რომელთა შორის დავით აღმაშენებლის, დავით კურაპალატის და სხვათა მონეტები მოხვდა. გარდა ამისა, წიგნში საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქივში დაცული უნიკალური ექსპონატების და მნიშვნელოვანი არქეოლოგიური გათხრების ფოტოები შევიდა. ასე რომ, წიგნი ილუსტრაციების მხრივაც მეტად საინტერესო გამოვიდა.

IMG_4784– ქალბატონო ნინო, რა ტირჟით გამოვიდა წიგნი?

– წიგნი დიდი ტირაჟით გამოვა და ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.

– რამდენადაც ვიცი, ოქროს მონეტის სახით მკითხველს სიურპრიზსაც  უმზადებთ.

– დიახ, სერიაში ერთი მონეტა იქნება, რომლიც მფლობელიც იღბლიანი მკითხველი გახდება.  

 

 

 

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები