LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული წარმოების ხორცპროდუქტები ექსპორტზე გავა

1

„მითანას“ გენერალური დირექტორი ნინო ერაძე

 

– რამდენი ხანია, რაც „მითანა“ ადგილობრივ ბაზარზე და რა მიმართულებებს აერთიანებს

– „მითანა“ ბაზარზე 2008 წლიდანაა. წელს საიუბილეო წელი გვაქვს. მთელი ამ ხნის განმავლობაში, გარდა იმისა, რომ ბაზარზე ადგილი დაიმკვიდრა, 2016 წლიდან ნახევარფაბრიკატების წარმოებაც დაიწყო და ეს ერთ-ერთი წარმატებული წარმოება აღმოჩნდა. ჩვენი წარმადობა დღეში 700 კგ-მდე იყო, ახლა კი ეს მაჩვენებელი 2 ტონამდე გაიზარდა. პროდუქტი მხოლოდ გემოვნური თვისებებით არ იქმნება, მნიშვნელოვანია ხარისხი. ბევრი ეტაპი გვაქვს შემუშავებული. საბოლოოდ , ჩვენი პროდუქცია იმ დონის სახით გამოდის ბაზარზე, რომ საშუალება გვაქვს, ექსპორტზე გავიტანოთ

– რა ხდება ბაზარზე კონკურენციის მხრივ, ხშირად ადგილობრივი მწარმოებლები ამბობენ, რომ იმპორტიორებთან შედარებით არათანაბარ პირობებში არიან. რა ხდება თქვენთან და რა არის კომპანიის მთავარი გზავნილი

–  მთავარი გზავნილია ჩვენი სამმაგი კონტროლი. ათვლა ნედლეულიდან იწყება. ჩვენდა სამწუხაროდ, კონკურენცია სწორი მიმართულებით არაა ბაზარზე. პროდუქციას უმაღლესი ხარისხის ნედლეულით ვქმნით, გარდა ამისა, არის კონტროლის შემდგომი ეტაპები. ბაზარზე ხოლოდ ბიზნესის განვითარების კუთხით არ ვმოქმედებთ, რომ მეტი მოგება მოგვიტანოს, არამედ მთავარია, შევინარჩუნოთ ხარისხი. სხვათაშორის სურსათის უვნებლობასთან მჭიდრო ურთიერობა გაქვს, ხშირად გვსტუმრობენ როგორც დაგეგმილად, ისე დაუგეგმავად. გარდა ამისა, გვაქვს აისო 22000, რომელსაც ვინარჩუნებთ.

– ხარისხის გარდა, რას გვეტყვით საფასო პოლიტიკაზე. ერთი კონკრეტული სეგმენტი გაქვთ, რომ მასზეა პროდუქცია გათვლილი თუ ყველასთვის ხელმისაწვდომია

– მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენი პროდუქცია საშუალო სეგმენტისთვისაც ხელმისაწვდომი იყოს. ჩვენდა სამწუხაროდ, არსებობენ ოჯახები, რომ ვერც ერთ სეგმენტში ვერ აღვიქვამთ. მათაც ვაძლევთ საშუალებას, რომ თუნდაც მინიმალური სახით ჩვენი პროდუქცია დააგემოვნონ. ჩვენ გვყავს გუნდი, რომელიც თავიდან ბოლომდე ჩართულია პროცესში, რომ მინიმალურად მაინც დავეხმაროთ ოჯახებს

– საუბრის დასაწყისში ექსპორტი ახსენეთ, ამის გარდა კიდევ რა სიახლეებს გეგმავთ

– დეტალურად ჯერ ვერ ვისაუბრებთ, თუმცა საკმაოდ დიდი შემართებით ვმუშაობთ, ინოვაციებიც გვექნება, რაც ნიშნავს, რომ რაღაც კუთხით „მითანას“ სახელიც კი სახეცვლილი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები