LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი ბარიტონი “ვერდის ფესტივალში” მონაწილეობას მიიღებს

19

ქართველი ბარიტონი, გოჩა აბულაძე ”ვერდის ფესტივალში” მონაწილეობას მიიღებს.  როგორც აბულაძემ  რადიო ”ფორტუნას” პირდაპირ ეთერში, გადაცემა ”არტ fm” -ში სტუმრობისას განაცხადა,  ფესტივალზე ის ”როდრიგოს”  პარტიას შეასრულებს.  მისივე  ინფორმაციით, ქართველი ვარსკვლავის მუსიკალური ხელმძღვანელი მსოფლიოში წამყვანი დირიჟორი, დანიელ ორენი  იქნება.

როგორც გოჩა აბულაძემ აღნიშნა, ”ვერდის ფესტივალის” დასრულების შემდეგ,  ის ბერლინში დაბრუნებას გეგმავს. გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ქართველი ბარიტონი კონცერტებს გამართავს.

ბარიტონმა ”ფორტუნას” მსმენელს თავისი საოცნებო პარტიაც გაუმხილა. გოჩა აბულაძის თქმით,  მისი სურვილი  ყოველთვის ”რიგოლეტოს” შესრულება იყო და მას ეს ოცნება აუხდა.

ცნობისთვის,  ქართველი ბარიტონი სამშობლოში  სამი კვირით იმყოფება.  საქართველოში ჩამოსვლიდან მესამე დღეს აბულაძემ  მონაწილეობა  მიიღო  ოთარ ჯორჯიკიასა და ანიტა რაჭველიშვილის ინიციატივით წამოწყებილ გამწვანების აქციაში და აღნიშნა, რომ მისთვის გარემოზე ზრუნვა დიდი სიამოვნებაა.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები