LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართველი ემიგრანტი მუსიკოსების მასტერკლასები და კონცერტები სამშობლოში“ – “არტ FM”-ის სტუმრებმა ღონისძიების დეტალებზე ისაუბრეს

11

„ქართველი ემიგრანტი მუსიკოსების მასტერკლასები და კონცერტები სამშობლოში“ – 12-დან 19 აპრილის ჩათვლით ღონისძიებები გაიმართება, რომელსაც კომპანიის “აკადემიური ხელოვნების განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელები მარიამ დავითაშვილი და ნინა ცაგარელი ატარებენ. ღონისძიება ქუთაისში უკვე ჩატარდა და ძალიან მნიშვნელოვანი გამოხმაურება მოყვა. 18 აპრილს 19:00საათზე კი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში ჩატარდება კონცერტი, რომელიც მიეძღვნება კონსერვატორიის დაარსების 100 წლისთავს. „ქართველი ემიგრანტი მუსიკოსების მასტერკლასები და კონცერტები სამშობლოში“  ხორციელდება ქალაქ თბილისისა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით.

პროექტში მონაწილეობას იღებენ ცნობილი ქართველი მუსიკოსები: საქართველოს დამსახურებული არტისტი, ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურიატი, საეთაშორისო კონკურსების ჯილდოს მფლობელი არჩილ ხარაძე და რევაზ მაჩაბელი, მათი როლი საქართველოს ფარგლებს გარეთ ბევრი სასიკეთო პროექტის განხორციელებაში ძალიან დიდია. მათთან ერთად იაპონური წარმოშობის ფრანგი მევიოლინე იული კუროდა, რომელმაც ვილინოზე დაკვრა 5 წლიდან დაიწყო, 9 წლის იყო როდესაც პირველად ორკესტრთან ერთად შეასრულა ბახის და ვივალდის კონცერტები, არის უამრავი ჯილდოს მფლობელი. ასევე თბილისის კონსერვატორიის პროფესორი, პიანისტი მანანა გოცირიძე. კონცერტზე შესრულდება ჰენდელის, მოცარტის, ბრამსის და მრავალი სხვა ჩვენთვის საყვარელი შემსრულებლის ნაწარმოებები.

გადაცემაში “არტ FM” არჩილ ხარაძემ პროექტის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა: “ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროექტი, რომ ახალგაზრდებს ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ. ქუთაისში ჩავატარეთ გუშინ კონცერტი და მასტერკლასი, ცრემლები მომადგა, ბავშვები ისეთი მონდომებულები, ისეთი ნიჭიერები არიან. ასეთ პატარა ქვეყანაში ამდენი ნიჭიერი ადამიანია, ეს მხოლოდ ჩემი სიტყვები არ არის. ბევრი აღნიშნავს ამას.”

იული კუროდა: “დიდი სიამოვნებაა ჩემთვის აქ ჩამოსვლა, პირველად ჩამოვედი, ძალიან მომეწონა ქუთაისი, ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე ბავშვებთან მასტერკლასების ჩატარებით.”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები