LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთათო: ნანა ირაკლის თვალებით და ჟესტიკულაციით ჰგავს

7

თათა სადრაძის საავტორო გადაცემას, ”არტ-FM “, რადიო “ფორტუნას” ეთერში ქეთათო პოპიაშვილი სტუმრობდა.

 ქეთათო პოპიაშვილი

24 თებერვალს გამომცემლობამ ”ინტელექტი” ირაკლი ჩარკვაინის ახალი კრებული ”ავტოპორტრეტი” წარმოადგინა, რომელშიც ჩარკვიანის სხვადასხვა დროს გამოცემული ლექსები და მოთხრობები გააერთიანა.

– ქეთათო, შევიდა თუ არა კრებულში საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი ლექსები და მოთხრობები?

– რამდენიმე წლის წინ უკვე გამოიცა ირაკლის პოეტური კრებული. თუმცა, ბოლო პერიოდში მისი შეძენა, ისევე როგორც პროზაული კრებულის, შეუძლებელი გახდა. ამჯერად, ორი ძველი კრებული გავაერთიანეთ და ერთ ახალ წიგნად გამოვეცით.

– ირაკლის გარდაცვალებიდან უკვე ათი წელი გავიდა. თუმცა, მისი პოპულარობა სულ უფრო იზრდება. თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი?

– პირველ რიგში, რა თქმა უნდა შემოქმედება, რადგან სწორედ შემოქმედება განაპირობებს მისი ავტორის პოპულარობას.

– პირადად თქვენთის რას ნიშნავს ირაკლის შემოქმედება. რამე ხომ არ შეიცვალა და წლების შემდეგ სხვანაირად ხომ არ შეხედეთ მის ნამუშევრებს?

– ირაკლის შემოქმედება ყოველთვის ძალიან ღრმა და აქტუალური იყო, მეც ყოველთვის მაინტერესებდა. რაც დრო გადის სულ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ მსოფლიოში ძალიან ცოტაა სულიერების ისეთი ოაზისი, სადაც ნებისმიერს შეუძლია აღმოაჩინოს მისთვის საინტერესო.

– როგორც დედა, რითი ამსგავსებთ ნანას ირაკლის?

– პირველ რიგში თვალებით, ჟესტიკულაციით. ბევრ რამეში ჰგავს, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა.

– რაც შეეხება ირაკლის შვილს მაქსიმეს, რას საქმიანობს და რამდენად ხშირი ურთიერთობა გაქვთ?

– მაქსიმე მოსკოვში ცხოვრობს, ამიტომ იშვიათად ვხვდებით ერთმანეთს. ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდაა, ფოტოგრაფიით იყო გატაცებული, ტელევიზიაში მუშაობდა, მოთხრობებს წერდა. ძალიან მინდა წერა გააგრძელოს, რადგან საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს.

– თვითონ რას გეგმავთ სამომავლოდ?

– უამრავი იდეა არსებობს, რომელთა განხორციელება შეიძლება, თუმცა ჯერჯერობით არაფერს ვგეგმავ.

გადაცემის ჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები