LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი ორჯონიკიძე: „შეთამაშება იოლი იყო, გაუცხოების მომენტი არ გვქონია“

„რაც ეხება პირველ ეთერს, ვნერვიულობდი. სიმღერის დროსაც, არ არსებობს კონცერტი, როცა სცენაზე გასვლის წინ არ ვნერვიულობ. როცა ახალ პროფესიას ეუფლები და პირველ ნაბიჯებს დგამ, არხზე, რომელსაც ყველა უყურებს, ორმაგად საპასუხისმგებლოა. ყველა ჯერზე, ისე არა როგორც პირველი გადაცემის დროს, მაგრამ დაწყებამდე ვნერვიულობ, ვცდილობ რომ დავმშვიდდე და დადებითი ენერგეტიკა მაქსიმალურად გავცე. სამი, ორი, ერთი რომ თქვი, კიდევ დამიარა ჟრუანტელმა. ნიკა ლომიძეს დიდი ხანია ვიცნობ, მაგრამ სანდროს და სალომეს არ ვიცნობდი. ეს პირველი კოლაბორაციაა, მაგრამ არ ვიცი იმის დამსახურებაა, რომ „რუსთავი 2“ ჩემთვის ისე არის, როგორც მეორე სახლი, მაგრამ შეთამაშების მომენტი ძალიან მარტივი იყო. გაუცხოების მომენტი არ გვქონია. თითქოს მალე გავუგეთ ერთმანეთ. ისეთ პროფესიონალებთან ვმუშაობთ, ყველა მონდომებულია, რომ არ დავიძაბოთ. თავისუფლად ვგრძნობთ თავს. ტელევიზია შეცვლის იმას, რომ ის გამოცდილება, რომელსაც ახლა ვიღებ, მხოლოდ სიმღერაში კი არა, სიმღერაშიც დამეხმარება. ვფიქრობ, ადამიანი რაც მეტს სწავლობს, კონკრეტული პროფილის მიხედვითვაც რომ იყოს, მაინც მის, მთელ ცხოვრებაზე ვრცელდება. რაც ეხება სიმღერას, ვცდილობ, ვიწყებ. აკუსტიკურ პროგრამას ვაკეთებ გიტარისტთან“ – რადიო „ფორტუნას“ ეთერში ქეთი ორჯონიკიძემ ახალი პროექტის შესახებ ისაუბრა. „რუსთავი 2“-ის დილის გადაცემის „დილა უქმეებზე“ წამყვანმა და ყველასთვის ცნობილმა მომღერალმა აღნიშნა, რომ სატელევიზიო ეთერში თავისუფლად გრძნობს თავს და მელომანებისთვის სიახლე აქვს.