LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შექმნათ იდეალურთან მიახლოებული სამუშაო გარემო – FM ქოუჩი

14
dato-gogichaishvili

მოტივაცია ნებისმიერი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. ამ ფაქტორს სამსახურში მენეჯმენტი განსაკუთრებულ ყურადღებას უნდა უთმობდეს. როგორ მოახდინოთ თანამშრომლების მოტივაცია და როგორ შექმნათ იდეალურთან მიახლოებული სამუშაო გარემო – ამ თემებზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “FM ქოუჩი“ ტრენერმა დავით გოგიჩაიშვილმა ისაუბრა.

რა ამოტივირებს ადამიანებს?

ადამიანს რაც ამოტივირებს სამსახურს გარეთ, ის ამოტივირებს სამსახურშიც. დენიელ ფინქის თეორია ასეთია, არის ძალიან დიდი უფსკრული ორ ფაქტორს შორის – რა ვიცით ჩვენ ფსიქოლოგიაში და რა ვიცით ბიზნესში.  მოტივაცია არ არის ცალმხრივი ქუჩა, თუ  მენეჯერსა და დაქვემდებარებულს შორის ტერიტორია მორალურია, მაშინ მოტივაციას შეიძლება ჰქონდეს ადგილი. კვლევების თანახმად, როგორც კი ამოცანის ამოხსნას სჭირდება კრეატიულობა, მაშინ მატერიალისტური მოტივაციები უკუშედეგს იძლევა. ჩვენ ბევრი ფაქტორი გვამოტივირებს, მაგალითად, ეს არის სიამაყე, ადრენალი, მიზნის მიღწევის სურვილი და სხვ.

საიმონ სინეკი ამტკიცებს, როგორც კი გარშემო შემოიკრებ ადამიანებს, რომლებსაც გულით სჯერათ, რისიც შენ, მაშინ ყველაფერი თავისით ლაგდება. სამსახურში გარემო უფრო მეტად მამოტივირებელია, ვიდრე კონკრეტული სამოტივაციო სქემა.

როგორი უნდა იყოს მენეჯერი?

თუ შენ აყალიბებ გარემოს, სადაც თეთრი დათვი თვითონ ეძებს ანტარქტიდას, მაშინ სწორი გარემო შეგიქმნია. მენეჯერებს ვთავაზობ ხოლმე, რომ დავალება კი არ მისცენ თანამშრომლებს, აუხსნან რატომ უნდა გააკეთოთ, ხოლო გზა თვითონ მოძებნონ. მოტივაციის მთავარი ფაქტორია ავტონომიის მიცემა. ჩვენ ვზომავთ სამსახურში მოსვლა-წასვლის დროს, მაშინ როცა შეგვიძლია მივცეთ თავისუფალი დროის 20 % თანამშრომლებს, რომლებიც შემდგომ თავის იდეებს გაგვიზიარებენ.

ლიდერების და მენეჯერების ორი კატეგორია არსებობს, ერთი კატეგორია გვაგრძნობინებს, როგორი მაგრები არიან თვითონ, ხოლო მეორე –  როგორი მაგრები შეიძლება ვიყოთ ჩვენ.  თუ სხვისი სიხარული არ გიხარია და სხვისი ტკივილი არ გტკივა, მაშინ რა გინდა მენეჯმენტში. მენეჯერმა უნდა იცოდეს მთავარი, რომ გამარჯვება ეს გუნდის გამარჯვებაა, ხოლო დამარცხების დროს ყველა შენკენ მოდის.

ვაშინგტონში ერთ-ერთ ორგანიზაციაში ვმუშაობდი, ჩემი დავალება იყო საბუთების სათაო ოფისში წაღება. ერთ-ერთმა ფინანსურმა დირექტორმა მითხრა, ვიცი ამ პროექტზე რომ მუშაობო. გამიკვირდა, რადგან ჩემი ამოცანა მხოლოდ საბუთების მიტანა იყო ოფისში, თუმცა სწორედ ამ მიდგომამ განაპირობა, გამჩენოდა სურვილი გამეგრძელებინა იმ სამსახურში მუშაობა.

 გადაცემის ჩანაწერი:

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები