LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არის არასამთავრობოების შემოსავლის ძირითადი წყარო და როგორია მათი საქმიანობის ანალიზი

ბიას ონლაინმონაცემთა ბაზაში არასამეწარმეო საქმიანობის დარგში  571 მოქმედი კომპანია ფიქსირდება. ამის შესახებ რადიო „ფორტუნას“ კომპანიიდან აცნობეს. ბიაში განმარტავენ, რომ ბოლო მონაცემებით, აქტიურ ეკონომიკურ საქმიანობას 486 კომპანია ეწევა. აღნიშნული დარგი  იყოფა სხვადასხვა მიმართულებად, ძირითადად გამოყოფილია:

  • არასამთავრობო ორგანიზაციები
  • ასოციაციები
  • საქველმოქმედო და სოციალური ორგანიზაციები
  • საელჩოები–საკონსულოები და სავაჭრო პალატები

მათგან ყველაზე მეტი ორგანიზაცია 75%, ფიქსირდება არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართულებით. რაც შეეხება საელჩოებს, ბიას მონაცემთა ბაზაში სხვადასხვა ქვეყნის 50-მდე საელჩო –საკონსულო  და სავაჭრო პალატა ფიქსირდება. როგორც ბიას წარმომადგენლები ჩვენთან საუბარში ამბობენ, ონლაინ პლატფორმა გვაძლევს შესაძლებლობას,  გამოვყოთ ტოპ რეგიონები, რომლებიც  ძირითადად, დატვირთულია არასამეწარმეო დარგში არსებული კომპანიებით, ეს რეგიონებია:

  • თბილისი(316 კომპანია)
  • იმერეთი (38 კომპანია)
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი (37 კომპანია)

ვინაიდან, არასამთავრობო ორგანიზაციების სექტორის განვითარება რეგიონში ჯერჯერობით საწყის ეტაპზეა. ბიას მონაცემთა ბაზის მიხედვით არასამეწარმეო საქმიანობაში დასაქმებული კომპანიების გადანაწილება ბრუნვის და ზომის მიხედვით ასეთია:

  • მცირე კომპანია შეადგენს 86%
  • საშუალო კომპანიები შეადგენს 12%
  • ხოლო მსხვილი კომპანიები 2%

აღნიშნულ დარგში კომპანიების მეტი წილი მოდის არასამთავრობო ორგანიზაციებზე. შესაბამისად, ისინი ძირითადად მცირე ზომის ორგანიზაციებია.  მათი შემოსავალი ძირითადად, დამოკიდებულია პროექტებსა და გრანტებზე, ამიტომ მათ სტაბილური შემოსავალი და ბრუნვის მაღალი მაჩვენებელი არ უფიქსირდებათ.

როგორც „ბიზნესკურიერში“ ბიას წარმომადგნელმა სალომე პატარიძემ განაცხადა, ონლაინპლატფორმის მიხედვით, ბოლო 5 წლის განმავლობაში დარეგისტრირებულ კომპანიებს თუ გადავხედავთ, ყოველწლიურად რეგისტრირებული კომპანიების რაოდენობაში კლება შეინიშნება. მისივე თქმით,  დარგების მიხედვით შეფასებას და ორგანიზაციების რაოდენობებს თუ გადავხედავთ, ეს სფერო საქართველოში საკმაოდ მაღალი აქტივობით გამოირჩევა და მომხმარებლების მხრიდან ამ დარგის მიმართ ინტერესიც საკმაოდ მაღალია.