რა არის ბიორევიტალიზაცია, როდიდან უნდა ჩაიტაროთ ეს პროცედურები და რა რეკომენდაციებს გაძლევთ ექიმი-კოსმეტოლგი | Radio Fortuna - ოფიციალური ვებგვერდი

რა არის ბიორევიტალიზაცია, როდიდან უნდა ჩაიტაროთ ეს პროცედურები და რა რეკომენდაციებს გაძლევთ ექიმი-კოსმეტოლგი

რა არის ბიორევიტალიზაცია, როდიდან უნდა ჩაიტაროთ ეს პროცედურები და რა რეკომენდაციებს გაძლევთ ექიმი-კოსმეტოლგი

„კლინიკა ვაკეში“ – ექიმი-კოსმეტოლოგი მაია ბენაშვილი

  • ბევრი გვსმენია სახის კანისთვის საჭირო პროცედურებზე, განსაკუთრებით კი ბიორევიტალიზაციაზე, პირველ რიგში, გვითხარით რა არის ბიორევიტალიზაცია, რა პროცესია
  • ეს არის კანის გაახალგაზრდავება ინექციური მეთოდით, ამ დროს ხდება კანის დატენიანება. ვიცით, რომ 25 წლიდან ჰიალურონის მჟავის გადინება, ვეღარ ხდება კოლაგენის და ელასტინის სინთეზი, ამიტომაც საჭიროა ამ პროცედურების ჩატარება
  • რომელი პერიოდია ყველაზე კარგი ასეთი ტიპის პროცედურების ჩატარებისთვის და 25 წელი რომ ახსენით, ეს ნიშნავს, რომ ამ დროიდან უნდა დავიწყოთ ბიორევიტალიზაცია
  • დიახ, 25 წლიდან შეგვიძლია ბიორევიტალიზაცია, შეგვიძლია ყოველ სეზონზე ჩავიტაროთ ეს პროცეცურა, განსაკუთრბით კი გაზაფხულზე და შემოდგომაზე. ზამთარში კანი ძალიან შრება, ასევე ზღვის შემდეგ
  • ინექციური მეთოდი გავიგეთ, ეს უმტკივნელოა თუ როგორ მიმდინარეობს პროცედურა
  • ადგილობრივი გაუტკივარება ხდება სპეციალური გელის მეშვეობით, დაახლოებით 20-25 წუთის მანძილზე, შემდეგ კი 10-15 წუთი სჭირდება უშუალოდ პროცედურას, ანუ საერთო ჯამში 40-45 წუთია საჭირო
  • რამდენ ხანში უნდა გაიმეოროს პაციენტმა აღნიშნული პროცედურა
  • ეს ერთჯერადი არ არის, კურსი 3 პროცედურას მოიცავს, ეს ორ კვირაში ერთხელ კეთდება, საჭიროა წელიწადში ერთხელ ან ორჯერ, ეს ცხადია, კანის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ამ დროს კანის გამკვირვება ხდება, წვრილი ნაოჭების კორექცია და პიგმენტური ლაქების ალაგება
  • აქვს თუ არა გვერდითი მოვლენები, ალერგიული ხომ არ არის რომელიმე პრეპარატი, საჭიროა თუ არა მანამდე გამოკვლევის ჩატარება
  • არანაირი ალერგიული ან სხვა სახის გვერდითი მოვლენა არ ახლავს. ის სტრუქტურულად ძალიან მიახლლოვებულია ჩვენმს ორგანიზმში არსებულ ჰიალურონის მჟავასთან
  • რამდენ ხანს რჩება კანზე სიწითლე პროცედურების შემდეგ, ვიზუალურად როგორ გამოიყურება კანი
  • ოდნავ სიწითლე მაქსიმუმ 2 დღის განმავლობაშია, ეს დამოკიდებულია კანის ტიპზე
  • ფასები ალბათ დამოკიდებულია ვინ რა პრეპარატით იკეთებს, ვის რა სჭირდება, მაგრამ როგორია თქვენი საფასო პოლიტიკა
  • ფასები 150-დან 350 ლარამდეა, ეს მწარმოებელზეა დამოკიდებული. ამჟამად აქცია გვაქვს 15 აპრილამდე, რაც 50%-იან ფასდაკლებას გულისხმობს ყველანაირ პროცედურაზე
  • რა უნდა გავაკეთოთ სახლის პირობებში, ერთია, რომ ჩავიტარებთ ამ პროცედურებს, რას ვაკეთებთ სახლში დაბრუნების შემდეგ
  • ეფექტი რომ შენარჩუნდეს, აუცილებელია , სახლში სწოროი მოვლა. აუცილებელია პროფესიონალური კარგი გამწმნედი საშუალბეებით გაწმნდა. შემდეგ საცხის წასმაა საჭირო, 30 წლამდე მსუბუქი დამატენიანებელი, ხოლო 30 წლის შემდეგ სპეციალურ შრატთან ერთად. ასევე კვირაში ერთხელ სკრაბის და პილინგის გაკეთებაა საჭირო
  • რა უნდა გაითვალისწინოს ასეთ დროს ჩვენმა მსმენელმა, ალბათ პირველ რიგში კანის ტიპი
  • რა თქმა უნდა, ამიტომ სწორად უნდა შეირჩეს პროდუქცია, რადგან ამ ყველაფრის მოხმარებას აზრი დაეკარგება

21 მარტი, 2018

სხვა ჩანაწერები