LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არის სტარტაპი – FM ქოუჩი

43

გადაცემის ლაივი LIVE

რა არის სტარტაპი, როგორ დავიწყოთ ახალი ბიზნესი და რა რისფაქტორები არსებობს ბიზნესის დაწყების კუთხით – გადაცემის “FM ქოუჩი” სტუმარია ტექნოლოგიური სტარტაპების ასოციაციის დამფუძნებელი, ნიკა როსტომაშვილი.

რა არის სტარტაპი?

სტარტაპი ადამიანებს სხვადასხვანაირად ესმით. ამ ტერმინის შეცდომით გააზრების ცდუნება მის სახელშია – სტარტი დაწყებას ნიშნავს და სტარტაპი ამიტომ უმეტეს შემთხვევაში ახლად დაფუძნებული კომპანია ჰგონიათ. სინამდვილეში კი სტარტაპის კლასიკურ განმარტებას დაწყებასთან ნაკლები კავშირი აქვს. არის არც თუ ისე ცოტა სტარტაპი, რომელიც 10 და მეტი წლის გახლავთ. Google წლების განმავლობაში სტარტაპი იყო, ასევე Instagram და ა.შ…

სტარტაპი არის დროებითი ორგანიზაცია, რომელიც ეძებს მაღალი მოგების პოტენციალის მქონე ბიზნეს მოდელს და აქვს ექპონენტური ზრდის პოტენციალი. არსებობს სხვა განმარტებებიც, მაგალითად: სტარტაპი არის დროებითი ორგანიზაცია, რომელიც ეძებს უშრეტ და მასშტაბირებად ბიზნეს მოდელს და ა.შ. დეტალებში რომ არ ჩავიდეთ, არსზე გავამახვილებ ყურადღებას – სტარტაპი ეძებს ბიზნეს მოდელს და მისი ძალისხმევა კვლევას და ექსპერიმენტებს ხმარდება,  ბიზნესს კი – ნაპოვნი აქვს ბიზნეს მოდელი და ძირითადი მისი ძლისხმევა ამ ბიზნეს მოდელის ეფექტიან აღსრულებაზეა მომართული.

ყველა, ვისაც სტარტაპის შექმნა განუზრახავს პირველ რიგში, ბიზნესის მოდელირებაში ინტელექტუალურ ვარჯიშს ვურჩევ და იმის გააზრებას და შესწავლას, რა არის უშრეტი და რა მასშტაბირებადი ბიზნესი.

რა არის საჭირო ბიზნესის დაწყებისთვის?
გამბედაობა. ეს არის ყველაზე ფუნდამენტური რაც ბიზნესის დაწყებისთვის არის საჭირო. ბიზნესში ვგულისხმობ, რა თქმა უნდა დამატებითი ღირებულების შექმნის მიზნით ორგანიზებულ საქმიანობას (და არა ფულის მოპოვების წინასწარ დაგეგმილი სქემისთვის ლეგალური ელფერის მისაცემად შექმნილ იურიდიულ პირს). რისკი – ეს არის ბიზნესის თანმდევი, განსაკუთრებით დასაწყისში და თუ ადამიანი გამბედავი არ არის, მას არ გამოსდის “ბიზნესმენობა”.

უფრო მატერიალურიდან კი, რა თქმა უნდა ინვესტიციას გამოვყოფდი. ბიზნესს ჭირდება ინვესტიცია და შემდეგ, ამ ინვესტიციის დაცვა.

რა რისკფაქტორები არსებობს?

საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ბიზნესის წამოწყებისთვის. ბიზნესის ზრდისთვის და მასშტაბირებისთვის კი – ნაკლებად სახარბიელო ადგილია. ჩემი აზრით, ჩვენი ბიზნეს-გარემო შემდეგი მთავარი რისკფაქტორებით გამოირჩევა:

– არაპროგნოზირებადად ცვალებადი საინვესტიციო და საკანონმდებლო გარემო – ამის გამო შეიძლება გრძელვადიანი პროექტი და გაწეული დანახარჯები ფუჭი აღმოჩნდეს, შესაბამისად, ინვესტორები ერიდებიან გრძელვადიან პროექტებში ინვესტირებას;

– საარბიტრაჟო სასამართლოს ფაქტობრივად არ არსებობა – რაც პატიოსან ბიზნესს თაღლითების წინაშე უსუსურს ხდის;

– თავისუფალი საქმიანი ცხოვრების პატარა კულტურა – წესებისა და ეთიკის ნაკლებობას იწვევს და ბიზნეს საქმიანობას ნაკლებ ცივილურს და ქაოტურს ხდის;

– პროფესიონალი კადრების ნაკლებობა და აგრესიული “ჰედჰანინგი” შრომით ბაზარზე, რაც კადრების მოულოდნელი გადინების რისკს ქმნის ყველა ბიზნესში;

ქართულ რეალობაში რამდენად ხელშეწყობილია სტარტაპი და ბიზნესი? 

ბიზესის შემთხვევაში – პროცედურულად ძალიან კარგად გვაქვს საქმე. ადვილია ბიზნესის დაფუძნება, ანგარიშგება სახელმწიფოსთან, ნაკლებია კორუფცია და ტექნოლოგიების გამოყენების ხარისხი მარეგულირებლების მიერ საკმაოდ მაღალი, მაგრამ სერიოზული პრობლემა არის საინვესტიციო კაპიტალთან წვდომაში. საბანკო პროდუქტები რომლებიც ბიზნესის დაწყებაზე არის ორიენტირებული კაბალურია, სხვაც არაფერი არის დღეს ხელმისაწვდომი ადამიანისთვის, ვისაც ბიზნესის დაწყება უნდა.

სტარტაპის შემთხვევაში -დაფუძნება და ოპერირება იდეის ეტაპზე ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში;

პროტოტიპის შესაქმნელ კაპიტალზე ხელმისაწვდომობა – საკმაოდ კარგი;

კვლევის და განვითარების საწარმოებლად გარემო – ძალიან კარგი;

კვლევის და განვითარებისთვის რესურსების ხელმისაწვდომობა – ძალიან ცუდი, თითქმის შეუძლებელი

სტარტაპის განვითარების და გამიზნულ მომგებიანობამდე მისაყვანად საჭირო რესურსები და გარემო არ არსებობს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები