LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გამოწვევების წინაშე დგანან ბიზნესმენი ქალები – FM ქოუჩი

4

გადაცემის ლაივი LIVE

რა გამოწვევების წინაშე დგანან ბიზნესმენი ქალები, რა კონკრეტული პრობლემები აწუხებთ მათ და როგორია ამ პრობლემის გადაჭრის გზები – გადაცემის “FM ქოუჩი” სტუმრია ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი თეა გოგუაძე.

როგორია დღეს ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დგანან ბიზნესმენი ქალები?

ჩვენი ფედერაციის ყველა წევრი ქალი ბიზნესმენია, აქედან გამომდინარე, კარგად ვიცით რა პრობლემები აწუხებთ ბიზნესმენ ქალებს. ჩვენ ვცდილობთ, რომ ახლა სრული მობილიზაცია მოვახდინოთ იმ მთელი რიგი პრობლემებისა, რომლებიც გადაჭრის გზებს საჭიროებს. სხვათაშორის, საკმაოდ ძლიერი ბიზნესების წარმომადგენლები გვყავს უკვე საქართველოში. ჩვენ ვისმენთ მათ პრობლემებს, რომლებიც ამ წუთას შეგვიძლია დავიყვანოთ რამდენიმე პრობლემაზე. პირველ რიგში, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ქალი და კაცი ბიზნესის მფლობელების წინაშე არსებული პრობლემები ერთმანეთისგან, პრაქტიკულად არანაირად არ განსხვავება. ბიზნესს თავისი რეგულაციები და წესები აქვს და ვინც მასზე პასუხისმგებლობას იღებს, იგი თანაბრად ინაწილებს ყველა იმ პასუხისმგებლობას, რაც ბიზნეს საქმიანობას ახლავს თან, არ აქვს მნიშვნელობა ქალია თუ მამაკაცი. გამოიკვეთა, მაგალითად  ცივილიზაციასთან და ჩვენ კულტურასთან მიბმული პრობლემა, კერძოდ, საგარანტიო უზრუნველყოფა ბიზნესის დაწყებისას ან მისი განვითარებისას. ანუ მაშინ, როდესაც ქალს ჭირდება ფონდებთან, კრედიტებთან და საკრედიტო ხაზებთან წვდომა, რომლებსაც თავიანთი რეგულაციები აქვთ, ხშირ შემთხვევაში საგარანტიო უზრუნველყოფა ქონების სახით მათ არ გააჩნიათ. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენს ცივილიზაციაში ერთგვარი ტრადიცია იყო, რომ  ქალის სახელზე ქონება არ არის, თუ დედისერთები არ ვართ. ამ პრობლემას სახელმწიფომ ძალიან კარგი ინიციატივით უპასუხა. ჩვენ ბიზნეს ფედერაციის ფარგლებში შეხვედრა გვქონდა ვიცე-პრემიერთან, დიმიტრი ქუმსიშვილთან, რომელიც წარსდგა წინადადებით. ისინი ამ ეტაპზე მუშაობენ და ქმნიან ფონდს, რომელიც იქნება საგარანტიო ფონდი მათთვის, ვისაც არ აქვს უზრუნველყოფა ქონების სახით. იქ ქალებს და მათ ინიციატივებს განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ, ჩვენ გვაქვს მსგავსი დაპირება და ამას სრულიად მივესალმებით. ჩვენ ვთვლით, რომ ქალს ნამდვილად სჭირდება წახალისება ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ქალის ინიციატივა შეიძლება გათვალისწინებული იყოს, მაგრამ არ ჩანს, როგორც განმახორციელებელი. ხშირად, საბოლოოდ განმახორციელებელი მაინც მამაკაცია. ასეთ შემთხვევაში, ამ პასუხისმგებლობის აღებისათვის ქალს ნამდვილად სჭირდება წახალისება.

კაცები ქალებს რამდენად აღიარებენ კონკურენტებად?

მე ვიტყოდი, რომ კონკურენციის თვალსაზრისით ჩვენ პრობლემა არ გვაქვს. ძალიან კარგად აღიქვამენ ამ ყველაფერს კაცები.  საქართველოში ქალი ინტელექტუალურად ოდითგანვე იდგა თავის სიმაღლეზე და ამ დისბალანსს ჩვენ არ განვიცდიდით. თუ ქალი ცდილობს, მეტი პასუხისმგებლობა აიღოს, უფრო აქტიურად იმუშაოს სამუშაო ადგილების შექმნაზე და შექმნას ერთგვარი პოლიტიკა, მას ნამდვილად აღიქვამენ საკმაოდ ძლიერ კონკურენტად. საკმაოდ დიდ კონკურენციას ქმნიან ქალები და ეს სწორადაც არის აღქმული.

როგორ ფიქრობთ, კიდევ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქალები ბიზნესში გაძლიერდნენ?

მსოფლიო ბანკის მმართველმა თქვა, რომ ქალებს უნდა მისცე ქეში და დაინახავ, რეალურად საიდან მოდის მოგება. მე ასე ვიტყოდი, რომ საჭიროა უფრო მოკლე გზა ფონდებთან წვდომაზე – ეს არის რეალურად პრობლემაც და გადაჭრის გზაც. ანუ, თუკი ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, რომ ფონდებზე წვდომა არის ერთ-ერთი ნომერ პირველი პრობლემა იმისთვის, რომ დღეს უფრო მოქნილად იმოქმედოს ბიზნესმა და შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილები, მაშინ გადაწყვეტის გზაც სწორედ ამ ნიუანსშია. სხვათაშორის მალე შეიქმნება ბიზნესის ნავიგატორი ფონდებთან წვდომისთვის – ეს ნიშნავს იმას, რომ იარსებებს ვებსაიტი, სადაც შეხვალთ და სრულად მოიპოვებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ სად რა ფონდები არსებობს, გამარტივებულად მიიღებთ იმ ინფორმაციას, რომელიც სხვაგან შეიძლება უფრო რთულად იყოს ახსნილი, მაგალითად – რომელ ბანკში რა პირობებში არსებობს ესა თუ ის სესხი, როგორ ფუნქციონირებს სტარტაპერი,  და სხვ. ანუ, იარსებებს უნიფიცირებული ვებსაიტი, სადაც შეხვალთ და დაგხვდებათ ერთგვარი მენიუ, ნავიგატორი, რომელიც გაპოვნინებთ თქვენზე მოსარგებ ფინანსურ ფონდს და საშუალებას.

ვის მოიაზრებენ ბიზნესის მფლობელი ქალები მხარდამჭერებად?

ბიზნესის მფლობელი ქალები მხარდამჭერებად არ მოიაზრებენ მხოლოდ ფონდებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, როგორც ტრადიციულად გვგონია ხოლმე. ისინი მხარდამჭერებად მოიაზრებენ, პირველ რიგში, გამოცდილების გამზიარებლებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, მათთვის წინსვლისა და განვითარების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი სასწავლო პროექტი და ა.შ.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები