LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გავლენა აქვს ინტერნეტს და ინტერაქტიულ მედიას – FM ქოუჩი

9

გადაცემის ლაივი LIVE

ინტერნეტმა და სოცილაურმა მედიამ შეცვალა სარეკლამო გარემო. ინტერნეტი  დაახლოებით 40 წელია არსებობს, მაგრამ მნიშვნელოვნად სამყარო სოციალური მედიის საშუალებით ბოლო 10 წელში შეცვალა. გადაცემის FM ქოუჩი სტუმარია გამომცემლობა “დიოგენეს” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო კუსრაშვილი.

რამდენად მნიშვნელოვანია სოციალური მედიის როლი? 

ფეისბუქი 2004 წელს შექმნეს და ახლა მთელს მსოფლიოში 500 მილიონი აქტიური წევრი ჰყავს. ფეისბუქი ქვეყანა რომ იყოს მოსახლეობის რაოდენობით მესამე იქნებოდა.  2010 წელს გვერდზე 176 მილიარდი  სარეკლამო ბანერი განთავსდა. მარკეტერები ფეისბუქის საშუალებით საზღვრავენ სამიზნე აუდიტორიას.

პატარა კომპანიებმა აღიარეს, რომ სოც. მედიას დიდი შესაძლებლობა აქვს მთელს მსოფლიოში მცირე ბიუჯეტით პოტენციური და ფართო აუდიტორიის დასაპყრობად.  რეკლამის გიგანტებიც დარწმუნდნენ ამაში და მაგ; კომპანიამ ,,პეპსი“ 20 მილიონი გაიღო ციფრული კამპანიისთვის.  დარწმუნდნენ, რომ ახალი საუკუნის მომხმარებელი  დიალოგს, ამბების გაზიარებას და ინტერაქტიულობას ანიჭებს უპირატესობას.

სოციალური მედია ის ადგილია, სადაც მომხმარებელი საკუთარი დროის  სულ უფრო დიდ ნაწილს ატარებს. კომპანიებს აინტერესებთ რას ამბობენ მომხმარებლებლები მათ შესახებ და ასევე კონკურენტებზეც ადვილად მოიძიებენ ინფორმაციას. სოციალურ ქსელში ასაკობრივი ჯგუფები ასეა გადანაწილებული ,,ტვიტერს“ თინეიჯერები იყენებენ, ,,ლინკდენს“ ბიზნესმენები, „ფეისბუქს“ კი უმეტესობა 34 წელს ზევით, რაც მომხმარებლის ყველაზე მზარდი სეგმენტია. ფაქტია ინტერნეტმა გადამწყვეტი ზეგავლენა იქონია მედიაგარემოზე.

რა არის ინტერნეტის გამოყენების ინტენსიური ზრდის მიზეზი?

ამ ციფრულმა რევოლუციამ აიძულა მარკეტერები სხვაგვარად ემოქმედათ. მსოფლიო ინტერნეტქსელის განვითარებამ განავითარა მარკეტინგული კომუნიკაციების პროგრამები. ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა 2 მილიარდს აღემატება და 2000 წლიდან გასაოცრად გაიზარდა ეს რაოდენობა. ამის მიზეზია:  მომხმარებლის სურვილი სწრაფად და იოლად მიიღოს ინფორმაცია. ის აკონტროლებს რა ტიპის და რა რაოდენობის ინფორმაციას მიიღებს.  ის სარგებლობს ინტერნეტ გაყიდვით.  არ არსებობს საქონელი, რომ ინტერნეტში ვინმეს არ მოეწონოს. ინტერენეტს საზღვრები არ აქვს. ინტერნეტი ინტერაქტიულია და ამ სივრცეში მომხმარებლები თუ იღებენ ინფორმაციას თვითონაც ქმნიან კონტენტს და ავრცელებენ.

ადრე ვებგვერდი იყო ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ. ახალა ვებგვერდს ბევრი ფუნქცია აქვს. კრეატიული ვებგვერდები ქმნიან კომპანიის რეპუტაციას და იმიჯს. ვებგევრდის ფუქნქციებია:  პროდუქტის შესახებ ინფორმაციის შეფუთვა და  გაყიდვა და ინტერაქტიულ რეჟიმში მომხმარებელთან ურთიერთობა. კარგი ვებგვერდის შექმნა დიდ ენერგიას მოითხოვს. მომხმარებელთა მიზიდვა და მათი შენარჩუნება მოითხოვს კრეატიულობას, ეფექტურ მარკეტინგს და გვერდის მუდმივ განახლებას. ვეგვერდი ამავე დროს ინტეგრირებული უნდა იყოს იმდროინდელ მედიასაშუალებებთან. კომპანიებს თან აქვთ მომხამრებლის დიდი ბაზა. სტატიები, გათამაშებები, ფასდაკლებები, გვერდიდან შეძენა და სხვ. ეს უფრო მრავალფეროვანს ხდის გვერდს. ვებგვერდი შეიძლება იყოს  უბრალოდ ინფორმაციის წყარო კომპანიისა და მისი პროდუქტის შესახებ, თუმცა შეიძლება იყოს ბრენდის იმიჯი, ბაზრის შერჩევა, ბრენდისადმი სიმპათიის აღძვრა, პროდუქტების გაყიდვის კარგი საშუალებაა.

ინტერნეტი კომუნიკაციის საშუალება, რომელიც შესაძლებლობას აძლევს კომპანიებს გააცნოს საკუთარი თავი და პროდუქტი, გაავრცელოს ინფორმაცია, ზეგავლენა მოახდინოს მომხმარებელზე და შეუქმენას აზრი ბრენდის შესახებ. დაბალბიუჯეტიანი პატარა კომპანიებისთვის ინტერნეტი არის საშუალება მთელ მსოფლიოს გააცნოს თავი, რაც ადრე ტრადიციული მედიის პირობებში შეუძლებელი იყო. მაგრამ დიდი კომპანიებისთვის მაინც და მაიც საუკეთესო საშუალება არის არის, რადგან სატელევიზიო რეკლამა თუ ამის ბიუჯეტი არსებობს  ბევრად ეფექტურია. ჯერ-ჯერობით კველევების მიხვედით ტელერეკლამა ბევრად ეფექტურია.

მომხმარებელში ინტერესის აღძვრა  ხდება გვერდზე ახალი ამბების დადებით, საინტერესო მასალების ატვირთვით, საინტერესო ვიდეობეით, სატელევიზიო სარეკლამო კლიპების განთავსებით, ასევე ფოტოების განთავსებით ღონისძიებების შესახებ რაც ვებგვერდის მონახულების სურვიულს აღძრავს. მნიშვნელოვანია საინფორმაციო ნაწილი, თამაშები, ინფორმაცია პროდუქტის შესახებ. მომხმარებელი მოელის, რომ კომპანიას, რომლისგანაც აპირებს ამა თუ იმ პროდუქტის ყიდვას, ექნება ვებგვერდი დეტალური და ამომწურავი ინფირმაციით. სამთავრობო სექტორიც ხშირად იყიდებს ინტერნეტს ინფორმაციის გასავრცელებლად. ბევრი ვებგვერდი კომპანიის იმიჯის შესაქმნელად არის შექმნილი.

ინტერნეტი, როგორც  ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციის ნაწილი, შეიძლება ბრენდირების ეფექტური საშუალება იყოს. მაგრამ ეს ერთ დღეში არ ხდება. ბევრ მარკეტერს მოთმინება არ ყოფნის. აღსანიშნავია მომხმარებლის სტიმულირება ნიმუშის გამოცდით, მაგალითად: გათამაშება, წამახალისებელი აქცია და სხვ.  განხილვა და შეფასება კი შემგდომი ეტაპია, რის საშუალებასაც ბლოგები და ფორუმები იძლევა.

არსებობს ტერმინი ელექტრონული ვაჭრობა ანუ პირდაპირი მიყიდვა, პირდაპირი მარკეტინგი. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია საიტი Amazon.com

მსოფლიო ინტერნეტქსელის არსებობა ორ ეტაპად შეგვიძლია დავყოთ: პირველი ეტაპი, როცა ვებგვერდი იყო სტატიკური, ცალმხრივი კომუნიკაციის საშუალება და მეორე, ვებგვერდი საკუთარი კონკენტითა და ინერაქტიულობით.

ტელე-რადიო და ბეჭდური მედიის მსგავსად ინტერნეტიც ერთ-ერთი სარეკლამო საშუალებაა. ბანერული რეკლამა კი ყველაზე ეფექტურია. ეფექტურია ბანერები, სპონსორობა, პოპ-აპი და პოპ ანდერსი, ბმულები, ფასიანი საძიებელი.

ინტერნეტ სივრცეში მარკეტერები შეისწავლიან მომხმარებლის ქცევას, მათი დაწკაპუნებების რაოდენობას და იმის მიხედვით ადგენენ სეგმენტს. ეს სტრატეგია წინააღმდეგობებსაც იწვევს. მულტიმედიური რეკლამა ყველაზე ეფექტურია. ფოტო, ვიდეო და ანიმაციური რეკლამა არის მულტიმედიური რეკლამა. ზოგჯერ კომპანიები ტელევიზიით სხვა რეკლამას უშვებენ და ინტერნეტში სხვას.

ინტერნეტ გაყიდვები და საზოგადოებასთან ურთიერთობა ინტერნეტში…

რადგან ინტერნეტი მილიონობით მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიღების მთავარ წყაროდ იქცა. კომპანიები ცდილობენ პროდუქტის გაყიდვას ინტერნეტის საშუალებით. საიტის სტუმარი პოტენციური მყიდველია, მისი ინტერესის გათვალისწინებით შეიძლება დაიგეგმოს გაყიდვების სტრატეგია. ეფექტურია პროდუქტის გამოცდის სტიმულირება. ზოგჯერ კომპანიები მხოლოდ პოტენციურ კლიენტამდე აღწევენ და ვეღარ ყიდიან საბოლოოდ პროდუქტს. ამას ეხმარება პროდუქტის დემონსტირება და გამოცდა. ინტერნეტს კომპანია მომხმარებელთან უშუალო ურთიერთობისთვის იყენებს. არსებობს საფრთხე ინტერაქტიულ მედიაში პროდუქტის როგორც დადებითი, ასევე ნაკლოვანებების გავრცელება. ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების წარმართვაში ინტერნეტგაყიდვა ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

კომპანიები, არაკომერციული ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები წარმატებით იყენებენ ინტერნეტს საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის. ვებგერდზე შეგიძლია მიუთითო  ახალი ამბები, დაგეგმილი ღონისძიებები, ფოტორეპორტაჟები, სხვა ვებდვერდები, პრესპაკეტები, დაგგემილი ღონისძიებების კალენდარი  და სხვ. შეგიძლია გამოაქვეყნო პუბლიკაციები, კომპანიის ჯილდოები, პიარკამპანიების შესახებ ინფორმაცია. კრიზისულ სიტუაციშიც ინფორმაციის ყველაზე სწრაფად გავრცელებაა შესაძლებელი.

ინტერნეტის უპირატესობა ის არის ,რომ გაზომო ინტერნეტის ეფექტიანობა ელექტრონულად. რეკლამის დამახსოვრება, ბრენდის ცნობადობა, ყიდვის განზრახვა. არსებობს სისტემა „ედვერთაიზინგ დიგითალ იდენთიფიქეიშენი“ (Ad-Id), რომელის დახმარებითად აღწევენ შედეგს.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები