LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გავლენას ახდენს რეკლამა მარკეტინგზე – FM ქოუჩი

11

თანამდეროვე სამყაროში რეკლამას დიდი დატვირთვა აქვს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც კონკურენცია  მაღალია. გადაცემის “FM ქოუჩის” სტუმარია HOLMES&WATSON-ის არტ დირექტორი გიო ქვლივიძე.

რა არის რეკლამა?

რეკლამის ყველაზე ახლო და გასაგები სინონიმი ჩემთვის არის – კომუნიკაცია.  ხშირად სარეკლამო სააგენტოებს, საკომუნიკაციო სააგენტოებსაც უწოდებენ. ეს პირდაპირ ნიშნავს იმას რომ რეკლამა წარმოადგენს ბრენდებს და ადამიანებს შორის ინფორმაციულ და მეტიც ემოციურ კავშირს და ეს ანალოგია თანამედროვე ციფრულ სამყაროში კიდევ უფრო აქტუალური ხდება, რადგან მომხმარებლის ცნობიერებაში შესაღწევად და გრძელვადიანად დასამკვიდრებლად, ცალმხრივად განცხადების მიწოდება უკვე დიდი ხანია საკმარისი არ არის. თანამედროვე ადამიანს სოციალური ქსელების მეშვეობითი შეუძლია ბრენდთან დიალოგში შესვლა და საპასუხოდ, ბრენდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მაქსიმალურად ადამიანური სახე და ქცევები გამოიმუშავოს. სწორედ ამიტომ ვთვლი რომ დღეს, რეკლამა არის კომუნიკაცია.

რა გავლენას ახდენს რეკლამა მარკეტინგზე?

სტრუქტურულად რომ გავყვეთ, მარკეტინგული ამოცანების დასახვაში და ამოხსნაში ორი ძირითადი რგოლი მოქმედებს: ამა თუ იმ კომპანიის მარკეტინგული სამსახური და სარეკლამო სააგენტო, იგივე საკომუნიკაციო როგორც უკვე ვთქვით. სხვა მოქმედი გმირებიც ყავს მარკეტინგულ პროცესს, როგორებიცაა მაგალითად, კვლევითი სააგენტოები ან ფროდაქშენ ჰაუსები, მაგრამ მათი სერვისები ზემოთხსენებული ორი ერთეულის ეფექტურ ტანდემს ხელს უწყობენ. რაც შეეხება ამ თანამშრომლობის შინაარსს, მოკლედ და მარტივად რომ ვთქვათ, მარკეტინგის სამსახური ამბობს “რა უნდა”, ხოლო სააგენტო გეგმავს და იგონებს როგორ და სად ითქვას ის, რაც დამკვეთს უნდა. აი აქ შემოდის რეკლამის მთავარი ჯადოქრობა, სადაც სტრატეგიულად და კრეატიულად მიდის იმის ძიება, თუ რა უნდა მომხმარებელს. იდეალურ შემთხვევაში, მომხმარებელიც და დამკვეთიც უნდა იღებდნენ იმას რაც უნდათ.

რეკლამის რა საშუალებებია ყველაზე აქტუალური საქართველოში?

მასკომუნიკაციის ცალსახა ლიდერი საქართველოს ბაზარზე, რა თქმა უნდა ჯერჯერობით არის სატელევიზიო რეკლამა, თუმცა ქვეყნის ინტერნეტიზაციასა და სმარტფონიზაციასთან ერთად სულ მალე TV-ს ინტერნეტი ჩააჩოჩებს. ჯერ კიდევ პირველი აიფონების გამოსვლისთანავე, სარეკლამო ინდუსტრიის ერთ-ერთმა უდიდესმა ფიგურამ, დევიდ დროგამ აღნიშნა, რომ მომავალში მხოლოდ ის ბრენდები გადარჩებიან, რომლებიც სწორედ მოახდენენ ჩვენ ტელეფონებში შემოძრომას.

ეფექტურ რეკლამას ოდითგანვე აქვს ერთი წმინდა ალგორითმი რომელიც არ შეცვლილა: Simple, Relevant, Interesting – ამ სამი კომპონენტის დაკმაყოფილებით გამოდის კარგი რეკლამა, მაგრამ კიდევ არსებობს ერთი ინგრედიენტი, რომლის მერეც რეკლამა დიდებული და საფესტივალო ხდება – Simple, Relevant, Interesting + Unique, რაც ყველაზე რთულია.

 

გადაცემის ჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები