რა იწვევს უძილობას ახალგაზრდებში და შეიძლება თუ არა ღამე დაკლებული ძილის დღისით ანაზღაურება | Radio Fortuna - ოფიციალური ვებგვერდი

რა იწვევს უძილობას ახალგაზრდებში და შეიძლება თუ არა ღამე დაკლებული ძილის დღისით ანაზღაურება

რა იწვევს უძილობას ახალგაზრდებში და შეიძლება თუ არა ღამე დაკლებული ძილის დღისით ანაზღაურება

გადაცემას წარმოგიდგენთ კომპანია „ავერსი”

 

2 თებერვალს რადიო „ფოტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ ჯანმრთელობის ინსტიტუტის დირექტორი, ექიმ-ნევროლოგი ბატონი გიორგი გეგელაშვილი სტუმრობდა, რომელმაც ჯანსაღი ძილსა და უძილობის პრობლემებზე ისაუბრა.

– ბატონო გიორგი, რა დროს ხარჯავს ადამიანი ძილში და მართალია თუ არა, რომ  ნახევარ ცხოვრებას ძილში ვატარებთ?

– ძილის დადგენილი ნორმა არ არსებობს, ეს უფრო მეცნიერული დაკვირვების შედეგია, რომელთა დასკვნით, ზრდასრული ადამიანი ძილში ცხოვრების დაახლოებით მესამედს ატარებს. მართალია, ყველას ინდივიდუალური რეჟიმი აქვს, მაგალითად ახალშობილებს და ბავშვებს მეტი სძინავთ, ხანდაზმულებს კი, – ნაკლები, მაგრამ ზოგადად, 18-დან 65 წლამდე ადამიანს 24 საათში სულ მცირე 8 საათი მაინც უნდა ეძინოს.

– თქვენი პაციენტების დიდ ნაწილს ხანდაზმულები – 60 წელს გადაცილებულნი შეადგენენ, რომელთაც ხშირად აწუხებთ უძილობა. საინტერესოა, რატომ სძინავთ ხანდაზმულებს ნაკლები?

– ჩვეულებრივ, მოხუცები პასიური ცხოვრების წესს მისდევენ და დღეში რამდენჯერმე ჩათვლემაც შეუძლიათ, საღამოს კი, საკმაოდ მხნედ გამოიყურებიან, დაძინება არ უნდათ და შეწუხებული ახლობლებიც სწორედ მე მირეკავენ, ძილის წამლის შესარჩევად, რაც ძალიან შეურაცხმყოფელია, რადგან ვგრძნობ, რომ ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობა უჭირთ ან სურვილი არ ქვთ, ძილში კი, ერთადერთ გამოსავალს ხედავენ. სიმართლე ვთქვა, ამგვარი ქცევა და  ტელეფონით მედიკამენტის დანიშვნის მოთხოვნა, ზუსტად იგივეა, მოხუცს ურო რომ ჩასცხო თავში და იძულებით დააძინო, რადგან სინამდვილეში, მას არა წამალი, არამედ ყურადღება და კომუნიკაცია სჭირდება, თუმცა ესეც საკმაოდ რთულია, რადგან თუ ადრე თავისუფლად შეიძლებოდა ქალაქში სეირნობა, დღეს ესეც შუძლებელია, რადგან ყველა სკვერისა და ბაღის ადგილას კორპუსი აშენდა, ჰაერი კი, საშინლად დაბინძურდა.

– რა ზიანს აყენებს მოხუცს ძილის წამლები?

– ჩვეულებრივ, საძილე მედიკამეტები მოხუცის ფიზიკურ აქტივობას ამცირებენ, მოთენთილობას, კუნთების სისუსტეს იწვევნ და მისი დაცემის რისკს ზრდიან, რაც სამწუხაროდ, ყოველთვის მძიმე ტრავმით სრულდება და რადგან მოხუცეს შენელებული აქვს გადამუშავების ფუნქცია, არაა გამორიცხული წამლის მოქმედება მეორე დღესაც გაგრძელდეს. სხვათაშორის, მედიკამენტთა უმრავლესობა საგრძნობლად აქვეითებს მეხსიერებას, აკარგინებს მოხუცს სწრაფად აზროვნების და წონასწორობის შენარჩუნების უნარს და გამოდის, რომ ერთი ვითომ „კეთილი“ პრეპარატით, სინამდვილეში უამრავ პრობლემას ვქმნით. აუცილებლად ავღნიშნავ ტრანკვილიზატორების მავნებლობას, რომლებიც მართალია ეხმარება ადამიანს დაძინებაში, მაგრამ აძლიერებს დატვირთვას გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ჟანგბადის მოთხოვნას და ინფარქტის რისკს, ანუ ოჯახის წევრების მხრიდან მოხუცითვის საძილე წამლის დანიშვნის მოთხოვნა – მისი ცხოვრების ხარისხის გაუარესებას და ხანგრძლოვობის შეგნებულად შემცირებას ნიშნავს. საჭიროა, ექიმმა თვითონ ნახოს პაციენტი და განსაჯოს, მოხუცი თვლის, რომ ნაკლები ძინავს თუ ასე მხოლოდ მისი ოჯახის წევრები ფიქრობენ. გარდა ამისა, საჭიროა იმ მედიკამენტების შესწავლაც, რომელთაც მოხუცი ღებულობს, რადგან უძილობა ხშირად მათი წყალობითაც ჩნდება.

– როგორც ჩანს, ხშირად ჯანსაღ ურთიერთობას გაცილებით მეტი სიკეთის მოტანა შეუძლია, ვიდრე ნებიემიერ მედიკამენტს?

– სიმართლე ვთქვა, ხშირად პაციენტს ექიმთან ვიზიტი არა იმდენად კვლევების ჩასატარებლად, რამდენადაც კომუნიკაციისთვის სჭირდება, რათა ექიმმა მოუსმინოს და მედიკამენტების დანიშვნის ნაცვლად, კარგი რჩევა მისცეს.

– რა იწვევს უძილობას ახალგაზრდებში და შეიძლება თუ არა ღამე დაკლებული ძილის დღისით ანაზღაურება. კარგად მახსოვს თქვენი ფრაზა: „დავიძინოთ დღეს, გავიღვიძოთ ხვალ“ ანუ საინტერესოა, რამდენად მნიშვნელოვანია ღამის ძილი?

– პირველ რიგში, აუცილებლად უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან არ და ვერ დაძინება. პარადოქსია, მაგრამ ის, ვინც ვერ იძინებს, წესით ნაკლებად უნდა ღებულობდეს ძილის წამალს, რადგან უძილობა სინამდვილეში გარკვეული ავადმყოფობის, მაგალითად  გენერალიზირებული შფოთვითი აშლილობის ან დეპრესიის, პანიკური შეტევების, ქცევითი დარღვევების და დისთიმიის მანიშნებელია. ამ შემთხვევაში საკმაოდ სერიოზულ დაავადებასთან გვაქვს საქმე, არ დაძინება კი, მხოლოდ ტენდენცია და ერთგვარი მოდაა. ახალგაზრდებმა არ იციან, რომ ჯანსაღი ძილის მოკლება, კანის გაუფერულობას და ფერიმჭამელების გაჩენას, წონაში მატებას და მეხსიერების,  კონცენტრირების უნარის დაქვეითების, ასევე საპირისპირო სქსესის მიმართ სქესობრივი ლტოლვის შემცირების მიზეზი ხდება, რადგან უძილობა საკმაოდ ნეგატიურად აისახება სქესობრივ ფუნქციებზე. სიმართლე ვთქვა, არ მესმის, რატომ უნდა თქვას ადამიანმა უარი ჯანსაღ ცხოვრებაზე, სოციალური ქსელის თუ სხვა უსარგებლო გასართობის სასარგებლოდ.

– ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანს ხანგრძლივი დროის მანძილზე ეძინება, ბოლოს კი,  ვეღარ ახერხებს ჩაძინებას. ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე?

– ზოგადად, არცერთი ფუნქცია განგაშის გარდა უცებ არ ჩნდება, რადგან ყველაფერი ეტაპობრივად ვითარდება. ზუსტად ასეა ტვინიც, რომელიც ნელ-ნელა იძინებს. ზოგადად, თუ ადამიანი 20 წუთში ვერ ახერხებს დაძინებას, აუცილებლად უნდა ადგეს და ხანმოკლე პაუზის შემდეგ თავიდან დაიწყოს დაძინების პროცესი. გარდა ამისა, საჭიროა დაკვირვება, რომელ საათზე ეკიდება ძილი და სწორედ ამ დროს გაემზადოს დასაძინებლად, რადგან პირველ რიგში საჭიროა ჩვევის გამომუშავება.

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

 

5 თებერვალი, 2018

სხვა ჩანაწერები