რა ხდება საწვავის ბაზარზე და როგორია ნავთობკომპანიების სტატისტიკა

რა ხდება საწვავის ბაზარზე და როგორია ნავთობკომპანიების სტატისტიკა

 

„ბიას“ ონლაინკატალოგის ინფორმაციით, ბოლო თვეების განმავლობაში, ქვეყანაში საწვავის ფასი მუდმივად იმატებს, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს. შესაბამისად, ბიას ცნობით, საინტერესოა ნავთობკომპანიების მიმოხილვა. ბიას მონაცემთა ბაზაში 150 ფუნქციონირებადი ნავთობკომპანია ფიქსირდება, რომელთაგან ყველაზე მეტი წარმოდგენილია ნავთობით და ნავთობპროდუქტებით საცალო თუ საბითუმო ვაჭრობასა  და ბენზინგასამართ სადგურებში.

 

ნავთობ კომპანიების 23.5% მსხვილია, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია სხვა დარგებთან შედარებით. საინტერესოა იმ პროდუქტთა ფასების მიმოხილვა რომლითაც აღნიშნული იურიდიული პირები ვაჭრობენ.  ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი უცვლელია და უტოლდება 4.05 ლარს ლიტრზე. ყველაზე ძვირი საწვავი გვხვდება ნორვეგიაში, ნიდერლანდებსა და ისლანდიაში. თუ განვიხილავთ, აღნიშნულ ქვეყნებში 3 ტიპის საწვავის ფასს ლიტრზე, პრემიუმის ფასი 5,21-დან 5,48 ლარამდეა, სუპერის ფასი 5,54-დან 5,84-მდე, ხოლო დიზელის ფასი 4,62-დან 5,27-მდე, რაც 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს.

 

„სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში იმავე ტიპის საწვავზე ფასები საშუალოზე დაბალია, თუმცა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე მოსახლეობისთვის ამ დროისთვის არსებული საწვავის ფასები მიუღებელია“, -აცხადებენ ბიაში.

 

31 ოქტომბერი, 2018

სხვა ჩანაწერები