LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა კონცერტები გველოდება შეკვეთილში მდებარე დარბაზში აგვისტოს განმავლობაში

2

გადაცემის ლაივი LIVE

17 ივლისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ ანუკი კავლელიშვილი, ნიკოლოზ რაჭველი, ჯგუფის „შვიდკაცა“ წევრი გიორგი ლომთათიძე და თამარ მიქაძე სტუმრობდნენ, რომელთაც აგვისტოს თვეში „ბლექ სი არენაზე“ დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს.

– ანუკი, ძალიან საინტერესო კონცერტების სერიას გეგმავთ „ბლექ სი არენაზე“ ქართველი ვარსკვლავების მონაწილეობით. კონკრეტულად რას შესთავაზებთ მსმენელს?

– პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ „ჩექ ინ ჯორჯიას” და ბლექ სი არენას“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ ქართველ შემსრულებელთა პოპულარიზაციაა. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ბლექ სი არენა“ ყველას განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს და პირველ რიგში ქართველ ვარსკვლავებს. სიამოვნებით დავგეგმეთ ქართული პროგრამა და ვფიქრობ, მეტად საინტერესო კონცერტები გამოვა, რადგან ჩვენს ვარსკვლავებს ცნობილი უცხოელი შემსრულებლები დაუმშვენებენ გვერდს, რომლებიც ერთის მხრივ, განსაკუთრებულ ელფერს შემატებენ შოუებს, მეორეს მხრივ კი, გააძლიერებენ თანამშრომლობას ქართველ კოლეგებთან, მით უფრო, რომ ყოველთვის აღფრთოვანებით აღნიშნავენ ქართველების შეუდარებელ ნიჭსა და შესრულების არაჩვეულებრივ მანერას. ჩვენ ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობთ, გავმართოთ „ბლექ სი არენაზე“ ექსკლუზიური კონცერტები და შევთავაზოთ მაყურებელს ის, რაც მანამდე არასდროს უნახიათ. რა თქმა უნდა, კონცერტი წარმოუდგენელია ცნობილი ჰიტების გარეშე, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია წარმოადგინონ მუსიკოსებმა ახალი ნამუშევრები.

– ვინ გახსნის საზაფხულო პროგრამას?

– ქართული ზაფხული ბლექ სი არენაზე“გიორგი მიქაძის ძალიან საინტერესო პროექტით „ვოისა“ გაიხსნება, რომელმაც უკვე მოიპოვა წარმატება საზღვარგარეთ, საქართველოში კი, პირველად იქნება წარმოდგენილი. მეტად ორიგინალური პროექტი ერთგვარი მუსიკალური ექსპერიმენტია, რომელიც ფოლკლორთან ერთად რამდენიმე მუსიკალურ სტილსაც აერთიანებს. საღამო 4 აგვისტოს გაიმართება, ქართულ ფოლკლორს კი, გიორგისთან ერთად „ბასიანი“ და უცხოელი შემსრულებლები გააჟღერებენ ახლებურად. ასე რომ, ვისაც უცხოელი სტუმარი ჰყავს, თამამად შეუძლია დაპატიჟოს გიორგის კონცერტზე და რამდენიმე საათში წარმოუდგინოს ჩვენი ქვეყნის კულტურა და ისტორია, 11 აგვისტოს კი ბლექ სი არენა“ „შვიდკაცას“ უმასპინძლებს, რომელიც 20 წლის იუბილეს რვა „გრემის“ მფლობელ ჯგუფთან Take 6-თან ერთად აღნიშნავს.

– ნიკოლოზ, თქვენ როგორ ემზადებით შემოქმედებითი ზაფხულისთვის „ბლექ სი არენაზე“?

– პირველ რიგში ანუკის გადავუხდი დიდ მადლობას, რადგან წლევანდელ სეზონზეც ქართველ შემსრულებლებზე გაკეთდა აქცენტი. ზოგადად, ბლექ სი არენა“ ძალიან საინტერესო სივრცეა, სადაც ძალიან მრავალფეროვანი, რაც მთავარია მასშტაბური ღონისძიების მოწყობა შეიძლება. გასულ წელს თავად წარმოვადგინე რამდენიმე პროექტი და აღფრთოვანებული დავრჩი ორგანიზანიზატორების დამოკიდებულებით ქართველი შემსრულებლების მიმართ. სამწუხაროდ, ამგვარი პროფესიონალიზმი, თბილი და უშუალო დამოკიდებულება მანამდე არსად შემხვედრია. რაც შეეხება წლევანდელ გამოსვლას, რა თქმა უნდა, დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რადგან კოლეგებთან ერთად უზარმაზარი პუბლიკის წინაშე მოგვიწევს წარსდგომა. მიხარია, ძველ მეგობრობთან – ანსმბლ „შვიდკაცასთან“, ქალბატონ ნანი ბრეგვაძესთან და ნინო ქათამაძესთან თანამშრომლობა ვისთან ერთადაც არაერთხელ მოგვიწყვია არაჩვეულებრივი საღამოები როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, წელს კი, აბსოლუტურად განსხვავებულად წარმოვადგენთ მათ შემოქმედებას. რადიკალურად განსხვავებული იქნება ქალბატონი ნანის კონცერტი 16 აგვისტოს, მით უფრო, რომ სპეციალურ სტუმრად კრის ბოტია მოწვეული. გარდა ამისა, ქალბატონი ნანი ორმაგ იუბილეს – დაბადების დღესთან ერთად შემოქმედებით საქმიანობის მრგვალ თარიღსაც აღნიშნავს. საინტერესო სიურპრიზს გვპირდება „შვიდკაცასა“ და Take 6-ს კოლაბორაცია, რადგან ვფიქრობ, ქართული და ამერიკული მრავალხმიანობის შერწყმა, მართლაც არაჩვეულებრივი და დაუვიწყარი იქნება. 19 აგვისტოს ნინო ქათამაძე წარსდგება პუბლიკის წინაშე  უცხოელ მეგობრებთან ერთად და ყველა ცნობილ კომპოზიციას სწორედ მათთან ერთად წარმოადგენს ახლებური, მეტად ორიგინალური ვერსიით.

– ანუკი, ვის ეკუთვნის „ბლექ სი არენაზე“ „შვიდკაცას“ კონცერტის გამართვის იდეა?

– „შვიდკაცას“ საღამოს გაკეთების სურვილი დიდი ხნის წინ გაგვიჩნდა, რადგან ანსამბლი მართლაც იმსახურებს Black Sea Aren-ზე კონცერტის მოწყობას. მე და გიორგი წელიწადზე მეტია ვმსჯელობთ პროექტზე და მეგობრების დახმარებით, როგორც იქნა შევძელით მისი განხორციელება. აღსანიშნავია, რომ Take 6-იც სიამოვნებით გამოეხმაურა ჩვენს შეთავაზებას და მოუთმენლად ელის საქართველოში ჩამოსვლას, ჩვენ კი, ძალიან გვაინტერესებს როგორ გააერთიანებს მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი ქართული საგალობლისა და გოსპელის ჟღერადობას.

– გიორგი, ალბათ იცით, რომ სპეციალურად თქვენს მოსასმენად საქართველოს ხშირად სტუმრობენ მელომანები ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან,

– რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა, როცა უცხოელებს ქართული მრავალხმიანობის მოსმენა სურთ. ანუკის დავეთანხმები და ავღნიშნავ, რომ მართლაც დიდი ხანია ვფიქრობთ  განსხვავებული ფორმატის კონცერტის მოწყობაზე, საღამოს გამართვა შარშანაც გვინდოდა, თუმცა თავი შევიკავეთ, რადგან გრანდიოზული ღონისძიების მოწყობა ანსამბლის 20 წლის იუბილეს აღსანიშნად გადავწყვიტეთ. მოხარული ვარ, რომ კონცერტს ჯგუფთან Take 6-თან ერთად გავმართავთ, რადგან მართალია, მრავალი წელია სცენაზე ვართ და საკმაოდ სოლიდური ბაგაჟიც დავაგროვეთ, მაგრამ მსგავსი თანამშრომლობა არასდროს გვქონია.

– რას შესთავაზებთ თაყვანისმცემელს?

– ამერიკული ჯგუფი რამდენიმე სოლო სიმღერას შეასრულებს, შედგება საინტერესო დუეტიც, თუმცა ჯერ მუშაობის პროცესში ვართ, ამიტომ თავს შევიკავებ დაკონკრეტებისგან. მხოლოდ ერთს ვიტყვი – კონცერტს სწორედ ჩვენი ანსამბლი გახსნის, თუმცა, პუბლიკის წინაშე ახალი და მეტად უჩვეულო ამპლუით წავრსდგებით.

– თამუნა, ყოველთვის აქტიურად ხართ ჩაბმული თქვენი ძმის შემოქმედებით საქმიანობაში.  საინტერესოა, რას წარმოადგენს პროექტის „ვოისა“?

– ვფიქრობ, 4 აგვისტო მეტად მნიშვნელოვანი თარიღია ზოგადად თანამედროვე ქართული მუსიკის ისტორიაში, რადგან ასეთი მასშტაბური პროექტი, რომელმაც სხვადასხვა მუსიკალური სტილი გააერთიანა ქართულ ფოლკლორთან, არასდროს  შექმნილა. „ვოისას“ პრეზენტაცია 2016 წელს შედგა ნიუ-იორკში, მოგვიანებით ჩინეთში ქნა წარმოდგენილი, ახლა საქართველოშიც ჩამოვიდა.

– ანუკი, რას შესთავაზებთ ქალბატონი ნანი ბრეგვაძის თაყვანისმცემელს?

– ძალიან მიხარია, რომ ქალბატონი ნანი ასეთი მასშტაბური კონცერტის გამართვას დათანხმდა. მართალია, უამრავ უცხოელ შემსრულებელს სურდა მის კოცერტში მონაწილეობა და იუბილეს მილოცვა, მაგრამ ჩვენ, არჩევანი კრის ბოტზე შევაჩერეთ. გარდა ამისა, „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში„ბლექ სი არენა“ ნინო ქათამაძეს და ჯგუფს „სახეს” უმასპინძლებს ახალი და ძალიან საინტერესო პროგრამით, ასევე ჩვენს სცენაზე პირველად დაიდგმება ცნობილი ქართული მიუზიკლი „ჩხიკვთა ქორწილი“, ახალგაზრდა ქართველი ვარსკვლავების მონაწილეობით.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები