LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა პრობლემები აქვთ სამშენებლო კომპანიებს, რატომ არის თბილისში 114-მდე მშენებლობა შეჩერებული და როგორია ეკონომისტების შეფასებები

ექსპერტების ინფორმაციით, ქვეყანაში ჯერ კიდევ ვერ მოგვარდა შეჩერებული მშენებლობების პრობლემა, რაც მათი თქმით, ბიზნესზე ნეგატიურ გავლენას ახდენს და გარდა ამისა, ინვესტორებისთვისაც შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს. მენაშენეთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ისეთი შემთხვევებიც არსებობს, როცა სამშენებლო კომპანიას სამუშაოების ნაწილი შესრულებული აქვს, მაგრამ დამკვეთს თანხა არ აქვს გადახდილი, არიან მხარეები, რომელთა შორის დავა გრძელდება და ჯერ კიდევ სასამართლოშია პროცესი, ამის გამო მშენებლობებს ყადაღა ადევს. როგორც ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი ამბობს, ეს ყველაფერი ისევ ინვესტორების მოზიდვას უშლის ხელს. რაში ხედავენ გამოსავალს მენაშენეები და ექსპერტები და რა მოლოდინები აქვთ ახალი ხელისუფლებისგან ?

 

 

 

 

გადაცემის ჩანაწერი