LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა პრობლემის წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ ნარცისი დედის შვილები

343

ნარცისი მხოლოდ საკუთარ თავზე შეყვარებული ადამიანია. ნარცისი დედები აღზრდის ავტორიტარულ მეთოდს მიმართავენ, რომელიც ხასიათდება მაღალი მოთხოვნებით ბავშვის მიმართ. როგორც”ფორტუნას” ფსიქოლოგიური კონსულტაციების და ტრენინგების ცენტრის დირექტორმა, ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ განუცხადა, ნარცისი დედა ბავშვისაგან ითხოვს უსიტყვო მორჩილებასა და პატივისცემას.

როგორები არიან ნარცისი დედები?

ფსიქოლოგის თქმით, ნარცის დედებს საკუთარი თავი ავადმყოფურად უყვართ და  არ რჩებად შვილისთვის დრო. ისინი ყოველთვის ცდილობენ მიიღონ მეტი ყურადღება  გარშემომყოფებისგან, თუმცა სიყვარულის გაცემა არ შეუძლიათ. ნარცის დედას არ აქვს პასუხიმგებლობა, შეუძლია ადვილად თქვას ტყუილი, იგი მანიპულირებს ყველაფრით, პირველ რიგში შვილებით, რადგან ყველაზე მარტივად სწორედ შვილები შეუძლია დაიმორჩილოს.  ნარცის დედას კარგად გამოარჩევთ ხალხმრავალ ადგილას, წვეულებაზე. მათ ეშინიათ მარტოობიის, ცდილობენ სულ ვინმე ყავდეთ  გვერდით. ფსიქოლოგის თქმით, ნარცის მშობელს არანაირი დადებითი მხარე არ გააჩნია, პირიქით,  მისი აღზრდის მეთოდები შეიძლება უარყოფითად აისახოს შვილებზე.

როგორები არიან ნარცისი დედის აღზრდილი შვილები?

დედობრივი სიყვარული, როგორც უპირობო სიყვარული შეუცვლელია, მისი დანაკლისი ძნელად დასაძლევ პრობლემათა რიგს მიეკუთვნება. ნარცისი დედები აღზრდის ავტორიტარულ მეთოდს მიმართავენ. ავტორიტარული მეთოდით აღზრდილი ბავშვები, როგორც წესი, ცუდად სწავლობენ, უჭირთ თანატოლებთან ურთიერთობა, აქვთ დაბალი თვითშეფასება. ზოგიერთი გულჩათხრობილი ხდება, ზოგი კი პირიქით-არის აგრესიული, უხეში, გაუწონასწორებელი. ნარცისი დედების შვილები ხშირად თავადაც ნარცისებად ყალიბდებიან და იშვიათად ახერხებენ ამ ფენომენს გაექცნენ.

რა არის აუცილებელი ბავშვის ფსიქიკისთვის და რა შეუმსუბუქებს დედის სიყვარულის ნაკლებობას?

ფსიქოლოგის თქმით, მხატვრული თერაპია საუკეთესო საშუალებაა, იმისთვის რომ ნარცისი დედის შვილებმა ყურადღება გადაიტანონ და შეძლონ გადალახონ დედის დანაკლისი და  უყურადღებობა.

იმისთვის, რომ შვილებმა არ იგრძნონ თავი მიტოვებულად და თქვენც არ ჩამოყალიბდეთ ნარცის დედებად,  7 რჩევას ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა მოგცემთ.

  1. ყოველთვის მოუსმინეთ ბავშვს. მუცლადყოფნის პერიოდიდანვე ბავშვი დედის დამოკიდებულებას გრძნობს. ამ პერიოდიდან უნდა იგრძნოს თქვენი სიყვარული.
  2. დღის განმავლობაში სულ მცირე ოთხჯერ მაინც მოხვიეთ ხელი, ჩაიკარით გულში. ტაქტილური ანუ სხეულებრივი შეხება სიახლოვის და სითბოს განცდას ანიჭებს მათ და აღგიქვამთ, როგორც მისადმი გამგებსა და თანამგრძნობს.
  3. ამოიცანით მისი გრძნობა. მაგ. დაეცა და იტკინა მუხლი. ნუ ეტყვით, “გაიზრდები და დაგავიწყდება” ან “არაფერია, მალე გაგივლის”, პირიქით, უთხარით, რომ გესმით მისი, ხვდებით თუ რა აწუხებს მას და ის მხარდაჭერასა და დაცულობას იგრძნობს. მთავარი კი მაინც ის არის, რომ თავადვე სწავლობს სხვისი გრძნობის ამოცნობას.
  4. არავის არ შეადაროთ. ყველა ადამიანი განუმეორებელი და ერთადერთია.
  5. არ მისცეთ შენიშვნა სხვების თანდასწრებით. თუ უწოდებთ უყურადღებოს, იქნება უყურადღებო. დაარქმევ ზარმაცს და იქნება ზარმაცი და ა.შ.
  6. ითამაშეთ, იკითხეთ, ისეირნეთ მასთან ერთად.
  7. არავის და არაფრის მიმართ არ გამოხატოთ სიძულვილი. თუ ოჯახის რომელიმე წევრის მიმართ წყენა გაქვთ, ნუ გახდით თქვენს შვილს თქვენი ნეგატიური ემოციების მონაწილეს. ის ამ დროს იტანჯება, ეუფლება სიძულვილი სხვის და საკუთარი თავის მიმართაც კი. სამყარო უსამართლოდ ეჩვენება. სიყვარულისა და კეთილგანწყობილ გარემოში აღზრდილი ადამიანი ყოველთვის იქნება ბედნიერი. ნუ გადაეღობებით მათ ამ გზაზე.

 

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები