LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა სიახლით ხვდება „ლიდერი XXI“ ახალ სეზონს

18

2 ივნისს რადიო „ფორტუნამ“ და მაია მამულაშვილის გადაცემამ „ბიზნესნიუსმა“ ნაყინის კომპანია „ლიდერი XXI“-ის ფინანსურ მენეჯერს ნათია დოგრაშვილს უმასპინძლა.

– ქალბატონო ნათია, როდის დაარსდა კომპანია „ლიდერი XXI“ და რა პროდუქციას აწარმოებს ნაყინის გარდა?

– ჩვენი კომპანია 10 წლის წინ დაარსდა და მართალია, ძირითადად ნაყინის პროდუქციას ვაწარმოებთ, გავქვს 40-ზე მეტი დასახელების ნაყინი, მაგრამ წელს, გაყინული ხორცპროდუქტების წარმოებაც დავიწყეთ.

– რამდენად კონკურენტულია დღეს ნაყინის ბაზარი და რა გამოარჩევს თქვენს კომპანიას კონკურენტებისგან?

– ბაზარი საკმაოდ კონკურენტულია, რადგან ნაყინი მეტად მოთხოვნადი პროდუქტია. დაარსების დღიდან ჩვენი მთავარი მიზანი მაღალი ხარისხის გემრიელი პროდუქციის შექმნაა და ვფიქრობ, კომპანიის უპირატესობაც სწორედ ესაა. ჩვენ არასრდოს ვღალატობთ ჩვენს მთავარ პრინციპს და მომხმარებელს მხოლოდ მაღალი ხარისხის ევროპული და ქართულ ნედლეულით, მათ შორის „ვალიოს“ კარაქით და მაღალი ხარისხის რძის ფხვნილით, საუკეთესო ქართულ ხილით და თხილით დამზადებულ პროდუქციას ვთავაზობთ, რადგან ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა – მივაწოდოთ მომხმარებელს საუკეთესო ინგრედიენტებით შექმნილი უგემრიელესი ნაყინი.

– რა სიახლით ხვდება კომპანია ახალ სეზონს?

– უამრავი სიახლე გვაქვს – გამოვუშვით ტყის კენკრის „საოჯახო ნაყინი“ და ახალი თხილიანი ესკიმო. გარდა ამისა, გავქვს ნაყინის მეორე ხაზი „პანდა“, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მომხმარებელში, ამიტომ ასორტიმენტი გავაფართოვეთ და უამრავი ახალი პროდუქტი გამოვუშვით „პანდას“ ბრენდით, რომელიც უკვე გაყიდვაშია, ერთ კვირაში კი, „საოჯახო ნაყინისც“ დაემატება.

– როგორც თავად აღნიშნეთ, კომპანიის მთავარი მიზანი მაღალხარისხიანი პროდუქციის გამოშვებაა, საინტერესოა, რამდენად ხელმისაწვდომია ფასები?

– სხავდასხვა სახეობის ნაყინს სხვადსხავ ფასი აქვს, თუმცა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი პროდუქცია ყველასთვის ხელმისაწვდომია. მართალია, ფასები კატასრტოფულად იზრდება, მაგრამ ჩვენ მაინც ვახერხებთ შევინარჩუნოთ მაღალი ხარისხი და შედარებით დაბალი ფასი.

– ნაყინის პარალელურად, როგორ მიმდინარეობს ხორცპროდუქტის რეალიზაცია?

– ოქტომბრის თვიდან ჩვენი ხორცის პროდუქცია – ხინკალი, პელმენი, კატლეტი, ქაბაბი და მრავალი სხვა უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით იყიდება და მართალია, ამ შემთხვევაშიც მხოლოდ მაღალი ხარისხის ქართულ ნედლეულს ვიყენებთ და გარკვეულ პროდუქტზე ფასიც შედარებით მაღალია, მაგრამ ვფიქრობ, მაინც ყველასთვის მისაღებია.

– სამომავლოდ რა გეგმები აქვს კომპანიას?

– კომპანიამ სახელი თავის წამახალისებელი გათამაშებით გაითქვა, რომელიც წლების მანძილზე გრძელდებოდა. წელს გათამაშება არ გვექნება, თუმცა, მომხმარებელს ძალიან საინტერესო სიურპრიზს შესთავაზებთ, ასე რომ, თუ ქუჩაში გაგაჩერებენ და ნაყინს გაჩუქებენ, არ გაგიკვირეთ და იცოდეთ, რომ ეს ლიდერის „პანდაა“. გარდა ამისა, წელს კიდევ უამრავი გემრიელი სიურპრიზი და საჩუქარი გევქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები