LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ტიპის ავეჯი იყიდება ქართულ ბაზარზე და გადის თუ არა ექსპორტზე ადგილობრივი წარმოების პროდუქცია

 

„ბიას“ ბიზნესკატალოგის მიხედვით, ავეჯის წამოება – ვაჭრობის კუთხით 700-მდე აქტიური კომპანია ფიქსირდება. ისინი სხვადასსხვა მიმართულებად იყოფა, მათ შორისაა: საოფისე ავეჯის წარმოება, რბილი ავეჯის წარმოება , სააგარაკე ავეჯი, სამზარეულოს ავეჯი, შერეული და ყველა ტიპის ავეჯის წარმოება.

როგორც კომპანიის წარმომადგენელმა ანა ამაშუკელმა „ბიზნესკურიერს“ განუცხადა, ბაზარზე გვხვდება კომპანიები, რომლებიც კონკრეტული ერთი მიმართულების ავეჯს აწარმოებენ, მათი რაოდენობა ბაზრის დაახლოებით ნახევარს წარმოადგენენ, ხოლო მეორე ნახევარი კომპლექსურად სთავაზობენ მომხმარებლებს ყველა ტიპის ავეჯის წარმოებას.

გარდა ამისა, ავეჯის მწარმოებლების 24%–ს თავად უფიქსირდება მაღაზიები, დანარჩენი 72% კი წარმოებული პროდუქციით ამარაგებს სხვა იურიდიულ პირებს.

„ბიას“ ინფორმაციით, ავეჯის წარმოებისა და ვაჭრობის სფეროში დაფიქსირებული კომპანიების 31% იმპორტიორია. 2018 წლის 3 კვარტლის მონაცემებით, მათ მიერ იმპორტირებული ავეჯის ფასი 68 მილიონ ლარს აჭარბებს.

რაც შეეხება ექსპორტს, აღნიშნულ დარგში კომპანიების მხოლოდ 1%–ს უფიქსირდება მზა ავეჯის ექსპორტი და ანალოგიური პერიოდის მონაცემებით , ექსპორტირებული ავეჯის მთლიანი ფასი მილიონს რამდენიმე ათეული ათასით აჭარბებს. დარგის დანარჩენი წარმომადგენლების ნაწარმი ადგილობრივ ბაზარზეა წარმოდგენილი.