LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ტიპის მომსახურებას სთავაზობს კლინიკური საავადმყოფო „ღია გული“ პაციენტებს

19

გადაცემას წარმოგიდგენთ კომპანია „ავერსი”

 

3 ნოემბერს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ მეხუთე კლინიკური საავადმყოფოს „ღია გული“ სამედიცინო დირექტორი, პროფესორი ბატონი გიორგი მეგრელიშვილი და კარდიოქირურგი, პროფესორი ბატონი სულხან ლომინაძე სტუმრობდნენ.

– ბატონო გიორგი, თქვენს საავადმყოფოში პაციენტს სრული სამედიცინო მომსახურების მიღების საშუალება აქვს, რაც მეტად მნიშვნელოვანია, როგორც ექიმისთვის, ისე პაციენტისთვის, რადგან სწორედ ასე ხორციელდება ეფექტური მკურნალობა. კონკრეტულად რა ტიპის მომსახურებას სთავაზობთ პაციენტებს და რამდენად მნიშვნელოვანია, ამგვარი სერვისის სრული სპექტრით მიღება?

– დღევანდელი მსოფლიო მედიცინა მრავალპროფილიანი დაწესებულებების მიმართულებით ვითარდება, რაც მაქსიმალურად ამცირებს თანმხლები დაავადებების გამწვავების რისკს. ბუნებრივია, ჩვენც ვიზიარებთ ამ პრინციპს და  კლინიკაც ზუსტად ამ მიმართულებით ვითარდება, ყოველწლიურად გვემატება ახალი სერვისები და უმჯობესდება  უკვე არსებული, რაც პაციენტების მკურნალობაზეც დადებითად აისახება.

– ბოლო სიახლედ რა შეიძლება ჩაითვალოს თქვენს კლინიკაში?

– წელს ნეონატალური ცენტრი გაიხსნა, რომელიც უკვე არსებულ სამეანო-გინელკოლოგიურ განყოფილებას დაემატა, რაც გვაძლევს საშუალებას სხვა კლინიკაში გადაყვანის გარეშე, თვად ვიზრუნოთ  დღენაკლული ახალშობილების სრული მომსახურებაზე. სწორედ ამაშია ჩვენი კლინიკის უპირატესობა, რადგან ყველა პაციენტს გადამისამართების გარეშე ვთავაზობთ სრულ სერვისს – კვლევით დაწყებული მკურნალობით და რეაბილიტაციით დასრულებული.

– მრავალფეროვანი სერვისების მიუხედავად, პრიორიტეტული თქვენი კლინიკისთვის მაინც კარდიოქირურგიაა, რომელიც მრავალი წელია წარმატებით ფუნქციონირებს. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ახალშობილებსაც აქვთ ამ სერვისით სარგებლობის საშუალება?

– მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს კლინიკაში კარდიოქირურგიისა და ნეონატალური ცენტრები არსებობს, რადგან სამწუხაროდ ისევ მაღალია გულის თანდაყოლილი მანკით დაბადებულ ბვშვთა რიცხვი, ჩვენ კი გვაქვს საშუალება ადგილზე და დროულად მოვახდინოთ ამ მანკების კორექცია. ამგავრი ცენტრის უზრუნველყოფას საკმაოდ სერიოზული ძალისხმევა დასჭირდა როგორც პერსონალის მხრიდან ისე ფინანსური თვალსაზრისით, თუმცა რთული ეტაპი საკმაოდ სწრაფად და წარმატებით დავძლიეთ.

– ბატონო სულხან, დღეს პრაქტიკულად ყველა კლინიკაში შეიძლება კარდიოქირურგიული სერვისის მიღება, თქვენი კლინიკა რით განსხვავდება დანარჩენებისგან და თქვენ რას სთავაზობთ პაციენტებს?

– ევროპისა და შეეერთებული შტატების გაიდლაინების მიხედვით, 200 ათას მოსახლეზე ერთი კორონოგრაფის აპატარია გათვალისწინებული, საქართველოში კი, უკვე 60-მდე ამგვარი აპარატი არსებობს, რომელთა დიდი უმეტესობა თბილიშია და ძალიან საეჭვოა, რომ მაშტაბების მიუხედავად, პაციენტი ყოველთვის ხარისხიან მომსახურებას ღებულობს. რაც შეეხება კარდიოქირურგიულ სერვისს – ამ შემთხვევაშიც უამრავი კლინიკა არსებობს და მაშინ, როცა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, წესით 1 მლნ. მოსახლეზე ერთი კლინიკა უნდა იყოს, მარტო თბილისშია დაახლოებით 10 სამედიცინო ცენტრი.

– როგორც ჩანს მედიცინა საკმაოდ მომგებიანი სფეროა?

– ვერ დაგეთანხმებით, რადგან მედიცინის შემოსავლიანობა მხოლოდ ილუზიაა. გარდა ამისა, საკმაოდ სერიოზული პრობლემაა ექიმების რამდენიმე ადგილას ერთდროული მუშაობა, რაც პირველ რიგში მომსახურების ხარისხსა და პაციენტის ჯანმრთელობაზე აისახება ნეგატიურად.

– საინტერესოა, თქვენი კლინიკის სრული კარდიოქირურგიული მომსახურება რას ითვალისწინებს?

– ჩვენს კლინიკაში პაციენტი სრულფასოვან სერვისს ღებულობს – პირველადი გამოკვლევით დაწყებული, კარდიოქირურგიული ჩარევით დასრულებული, არ გჭირდება პაციენტის სხვა კლინიკაში კონსულტაციაზე გაგზავნა, რადგან ჩვენი მრავალპროფილური კლინიკა ნებისმიერ კონსულტაციასა და გამოკვლევას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, თავისუფლად შეგვიძლლია ნებისმიერი თანმხლები დაავადებების ადგილზე გამოკვლელვა.

– ბატონო გიორგი, რამდენადაც ვიცი, თქვენს კლინიკაში ამბულატორიული განყოფილებაც არსებობს, სადაც პაციენტებს მომსახურეობის მიღება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში შეუძლიათ

– ამბოლატორიული განყოფილება ერთი თვის წინ გაიხსნა, აქტიურად ჩავერთეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და ახლა სახელმწიფოს დახმარების ფარგლებში პაციენტებს სრულ ამბოლატორიული და სტაციონალური მკურნალობას ვთავაზობთ.  რაც პირველ რიგში, ჩვენი მენეჯმენტის დამსახურებაა, რომელმაც სირთულეების მიუხედავად მაინც გამონახა შესაბამისი რესურსები.

– განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებთ ფსიქიატრიის დარგს, საინტერესოა, რა სიახლეებია ამ მიმართულებით?

– ფსიქიატრია მეტად მგრძნობიარე სფეროა განსაკუთრთებით იმ ოჯახებისთვის, სადაც ეს პრობლემა აქტუალურია. ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ფქიქიატრიის დარში ჩვენი კლინიკა საუკეთესოა, რადგან ერთადერთია, რომელსაც ფსიქიატრიული კონტიგენტის სომატური დაავადებებით მიღება შეუძლია ანუ ჩვენს მრავალპროფილურ კლინიკაში  პროფილურ მკურნალობასთან ერთად პაციენტი ნებისმიერ სხვა ტიპის დახმარებას ღებულობს – ქირურგიული და ონკოლოგიური, ტრავმატოლოგიური, კარდიოლოგიური და კარდიოქირურგიული სერვისების ჩათვლით. რა თქმა უნდა, საკმაოდ რთულია მრავალრიცხოვანი პაციენტების მკურნალობა, რომელთაც სხვათაშორის სხვა ფსიქიატრიული კლინიკებიდან გვიგზავნიან, თუმცა, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ არცერთი პაციენტი არ დავტოვოთ უყურადღებოდ და შესაბამისი მომსხურების გარეშე.

– რამდენადაა შესაძლებელი თქვენს კლინიკაში ფსიქიატრიული მომსახურების ბავშვებისთვისთვის გაწევა?

– ჩვენი კლინიკა ერთადერთია მთელ საქართველოში, რომელსაც ბავშვთა ფსიქიატრიული განყოფილება აქვს. მოგეხსენებათ, რომ ბავშვთა ფსიქიატრია მეტად სენსიტიური თემაა და ვფიქრობ, უფრო სოციალური პრობლემაა, ვიდერ სამედიცინო. ამიტომ, ჩვენი კლინიკა არანაირ ხარჯს არ ერიდება ამ კატეგორიიის პაციენტების სრული სამედიცინო და არასამედიცინო მომსახურებით უზრუნველსაყოფად.

– ონკოქირურგიის დარგში რას სთავაზობს თქვენი კლინიკა პაციენტებს?

– ბოლო დროს მომრავლებული კლინიკებისგან განსხვავებით, რომელთაც საკმაოდ საეჭვო მომსახურება აქვთ, ჩვენ პაციენტებს ყოველთვის გარანტირებულ პროფესიონალიზმს, ეთიკასა და უახლესი ტექნოლოგიურ მომსახურებას, ასევე ზუსტად იმ მკურნალობას ვთავაზობთ, რაც მას სჭირდება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები