LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა გააკეთოს დასავლეთმა სირიის კრიზისის დასასრულებლად

თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობის შემდეგ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა არათუ გაფუჭდება, არამედ ანტიტერორისტული ბრძოლის ეგიდით გაღრმავდება კიდეც, ამის შესახებ „რაკურსის“ ეთერში საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა გიორგი ხატიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ამიერიდან რუსეთი უფრო მეტი ძალით ჩაერთვება სირიაში, ასევე თურქეთიც გაააქტიურებს სირიის გარკვეულ ნაწილებში მოქმედებებს.

ხატიაშვილი ფიქრობს, რომ რუსეთი სახმელეთო ძალებს სირიაში არ გაზრდის და სავარაუდოდ, საჰაერო დატყმების ინტენსივობა მოიმატებს.

რაც შეეხება ელჩის მკვლელობის რეალურ მიზეზს, საკითხი დღემდე ღიად რჩება – თავად მკვლელმა განაცხადა, რომ დიპლომატს სირიაში განვითარებული მოვლენების გამო კლავდა, თურქეთის ხელისუფლების მტკიცებით, მკვლელობის უკან ფეთჰულა გიულენი დგას, ამის პარალელურად კი გავრცელდა მოსაზრება, რომ რუსი დიპლომატი სასიკვდილოდ თავად ვლადიმერ პუტინმა გაწირა, რომ ბრძოლა სირიაში უფრო სასტიკ ფორმებში გადავიდეს.

უკანასკნელ ვერსიაზე გიორგი ხატიაშვილი აცხადებს, რომ პუტინს არ სჭირდება მიზეზები იმისთვის, რომ „სირიაში აკეთოს ის, რაც უნდა“.

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტის შეფასებით, დასავლეთის პასიურობა ყოველგვარ ზღვარს სცილდება. რა შეუძლია გააკეთოს ცივილიზებულმა სამყარომ, რომ სირიის კრიზისი დასრულდეს – მოისმინეთ გადაცემის ჩანაწერი.

გადაცემის ჩანაწერი