LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა გაითვალისწინოს ახლად დაფუძნებული კომპანიის მენეჯმენტმა – FM ქოუჩი

14

ახლად დაფუძნებულ კომპანიას, გამოცდილ კომპანიებთან შედარებით მეტი სირთულის გადალახვა უწევს. საკუთარი იმიჯის დამკვიდრებამდე, გამოცდილი კადრების მოზიდვის პროცესი გაცილებით რთულია. თვითდამკვიდრების პროცესში მენეჯმენტს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი აქვს გასათვალისწინებელი. გადაცემის “FM ქოუჩი” სტუმარია, “HR პროფესიონალთა გილდიის” დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ლილი ბიბილაშვილი.

 

რა პრობლემები არსებობს რეკრუტინგის პროცესის დროს?

მთავარი პრობლემა არის სტრატეგიული გეგმის არარსებობა, ხშირ შემთხვევაში კი სუსტი გეგმა. ყველა კომპანიას სჭირდება ისეთი გეგმა, რომლის გამოყენებასაც შეძლებს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი, რისი დახმარებითაც ჩამოაყალიბებს მართვის სტრატეგიას. ასევე ერთ-ერთი სისუსტეა, როდესაც მენეჯმენტმა არ იცის რა ვითარებაა კადრების თვალსაზრისით შრომის ბაზარზე, გარდა ამისა, ხშირად არსებობს  არაადეკვატური საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დღესდღეობით არსებობს სტანდარტული მიდგომა რეკრუტინგთან დაკავშირებით, შერჩევის პროცესის დროს ხშირად მენეჯმენტი მათ იდეალში წარმოსახულ პიროვნებებს არგებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რეალურად კი, საკვალიფიკაციო მოთხოვნები უნდა იყოს ადეკვატური. მთელი მსოფლიო დაიძრა იმ მიმართულებით, რომ მივიდნენ პროფესიონალებთან. არსებობს კომპანიები, რომლებიც YOUTOUBE-ზე აქვეყნებენ ვიდეორგოლებს, თუ რა კარგი მდგომარეობაა კომპანიაში და ეს პროფესიონალების მიზიდვის კარგი საშუალებაა. თუმცა, როცა ახალ კომპანიაზეა საუბარი, მენეჯმენტს უნდა ახსოვდეს, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნები პოზიციიდან გამომდინარე უნდა შეადგინონ. ბიზნეს პროცესების წინასწარი ხედვა არის ძალიან მნიშვნელოვანი.

 

არის თუ არა კომანიისთვის საფრთხის შემცველი არასწორად გადანაწილებული ფინანსური რესურსი?

არასწორად გადანაწილებული ფინანსური რესურსით მენეჯმენტი კომპანიას დარტყმის ქვეშ აყენებს, დარტმის ქვეშ დგებიან ის  ადამიანებიც, რომლებიც იქ მუშაობენ. მნიშვნელოვანია, იმის ჩამოყალიბება, თუ როგორ უნდა თავისი კომპანიის პოზიციონირება მენეჯმენტს, თუ ის საშუალოზე მაღალ სახელფასო ზღვარს სთავაზობს ბაზარს, მაშინ კომპანია პროფესიონალებს მიიზადავს. არასწორად წარმართული სახელფასო პოლიტიკის დროს, კომპანია აუცილებლად დაკარგავს საუკეთესო კადრებს.

 

რა უნდა გაითვალისწინოს მენეჯმენტმა და კანდიდატებმა, როდესაც კომპანია ახალი დაფუძნებულია?

აუცილებელია კანდიდატის ფასეულობების და ორგანიზაციის ფასეულობების თანხვედრა, ინფორმაციის მოძიება, თუ რა ტიპის ორგანიზაციაში მიდის, როგორია ერთმანეთთან დამოკიდებულება ხელმძღვანელობასა და დაქვემდებარებულ პირებს შორის. რაც შეეხება მენეჯმენტს, მენეჯმენტმა უნდა შეიმუშაოს მართებული სტრატეგიული გეგმა და მოახდინოს  შრომის ბაზრის ანალიზი. ახალი კომპანია უნდა იყოს მზად, რომ სირთულეები ელოდება, რადგან, კომპანიას, რომელსაც ჯერ სათანადო იმიჯი არ აქვს ბაზარზე, პროფესიონალების მიზიდვის შანსი გამოცდილ კომპანიებთან შედარებით ნაკლები აქვს.

 

გადაცემის ჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები