LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა გაითვალისწინოთ ფორუმის ორგანიზების დროს – FM ქოუჩი

3

ფორუმის ორგანიზება ერთ-ერთი საპასუხიმგებლო და შრომატევადი საქმეა, გასათვალისწინებელია ყველა დეტალი და წვრილმანი. როგორ ხდება ფორუმისთვის აუდიტორიის შერჩევა და რა საორგანიზაციო საკითხებია მოსამზადებელი, გადაცემის „FM ქოუჩის“ სტუმარია გუგა კობახიძე. ის IBF-ის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.

ფორუმის ორგანიზებითვის როგორ ხდება აუდიტორიის შერჩევა?

ვაკეთებთ კვლევებს, რომ ვიცოდეთ რა თემაა საჭირო და რა ტიპის აუდიტორიაზე გავთვალოთ ფორუმი, უკვე ამის შემდეგ ვიწყებთ მუშაობას საორგანიზაციო საკითხებზე. ნოემბერში დიდი კონფერენცია უნდა მოვაწყოთ, თემა – გაყიდვები. ჩამოგვყავს უცხოელი ტრენერები, 8 სპიკერი სხვადასხვა ქვეყნიდან, ისინი გაცვლიან ცოდნას, წარმოადგენენ კონკრეტულ ქეისებს, გაგვიზიარებენ ბაზრის კვლევებს, ვისაუბრებთ როგორ უნდა შეირჩნენ გაყიდვების თანამშრომლები, რა თანამედროვე მეთოდები უნდა გამოიყენებონ კომპანიებმა და ა.შ.

გაყიდვები არის ძალიან მოთხოვნადი პროფესია, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ამ მიმართულებით ჩავატაროთ კონფერენცია.

 

ტრენერებთან  მოლაპარაკებები რამდენი ხნით ადრე იწყება?

ერთი წლით ადრე. მაგალითად IBF, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩატარდა  ბათუმში, დაიგეგმა წელიწადნახევრის წინ და ეს თარიღებიც დავამთხვიეთ ერთ-ერთ სპიკერს, რადგან ფიზიკურად ის სხვა დროს ვერ ახერხებდა ჩამოსვლას. ტრენერებთან ხდება ბევრ საკითხებზე შეთანხმება. პირველ რიგში იმ თემაზე, რაზეც ისაუბრებენ ტრენინგზე.

საორგანიზაციო საკითხებში შედის სპიკერების ტრანსპორტირება, განთავსება სასტუმროებში, გაწერილი უნდა იყოს ყველა დეტალი, რათა რომელიმე ფაქტორმა უკმაყოფილება არ გამოიწვიოს. ღონისძიენაზე დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს ტექნიკურ მხარეს.

 

რამდენი ადამიანისგან უნდა შედგებოდეს გუნდი, რომელიც ფორუმის ორგანიზებისთვის არის საჭირო?

ჩვენ გვყავს 8 კაციანი გუნდი, თუმცა ღონისძიების დროს გვყავს დამხმარეები, მაგალითად IBF -ს ორგანიზების დროს ვიყავით 60 ადამიანი. ყურადღება მისაქცევია რამდენად კმაყოფილია აუდიტორია, გვქონდა შთაბეჭდილებების დაფა, შეფასებები ძირითადად დადებითი იყო. ბუნებრივია არის შეფერხებები და ეს უნდა გაითვალისწინოთ, მაგალითად, ერთ-ერთი ღონისძიების დროს გვქონდა ასეთი შემთხვევა, რომ ორი დღე დენი არ იყო და ღინისძიება გენერატორის დახმარებით ჩავატარეთ.

 

გადაცემის ჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები